2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართა და ისრაელის ნაკრები 101:90 დაამარცხა. ცუდი პირველი მეოთხედი გვქონდა – რვა ქულით წავაგეთ, მაგრამ მეორე მეოთხედის შუაში უკვე წინ ვიყავით. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ ტაიმის მოგება მაინც მოვახერხეთ – 43:41. მესამე მეოთხედი კიდევ უკეთ დავიწყეთ და შვიდი ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ...
კატეგორია: სიახლეები
ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა. გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების...
წლის საუკეთესო გოლი!
სეზონის უკეთესი სტარტი ძნელი წარმოსადგენია. შაბათს ინგლისელმა დომ ბალარდმა დიდი ალბათობით 2026 წლის საუკეთესო გოლი გაიტანა. ბალარდი ჩემპიონშიპში თამაშობს, „ბრისტოლ სიტის“ თავდამსხმელია, ადრე „საუთჰემტონის“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, გასულ სეზონში კი „ლეიტონ ორიენტში“ გამოდიოდა. მან „ბირმინგემს“ ქუსლით ორიგინალური გოლი გაუტანა. ბალარდი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, 85-ეზე კი გაიტანა. ამ დროისთვის ანგარიში იყო 1:1. საბოლოოდ შეხვედრა მაინც...
ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. „სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის...
არგენტინა დაისაჯა
არგენტინელ ნახევარმცველ ლეანდრო პარადესს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, უფრო სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელებმა ესპანელებთან წააგეს 0:1 და არგენტინელთა ქცევა სავარაუდოდ ამ წაგების სიმწარემ განაპირობა. ფიფას სადისციპლინო კომისიამ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარადესის თანაგუნდელი ნაუელ მოლინა, რომელიც გამარჯვებით გახარებულ როდრის დაესხა თავს. ამ ორ ფეხბურთელს დაეკისრა 90 000...
იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
ევროპის ლიგის ფლეი ოფში სათამაშოდ „იბერია 1999“ პოლონეთში, „იაგელონიას“ ეწვია და 0:4 დამარცხდა. იბერიელებმა კარგად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტის შექმნეს, თუმცა მასპინძლებმა მე-20 წუთიდან თამაში მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს და შესვენებამდე ორი ბურთიც შეაგდეს: ჯერ „იბერიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მაკარიძემ კი მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ქართული გუნდის მხრიდან წესების დარღვევის გამო ხელმეორედ დარტყმის...
იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
9 აგვისტოს, „ასტონ ვილამ“ ორი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა: იაპონიის ნაკრების მეკარე ძიონ სუძუკი, რომელიც პარმადან გადავიდა და იტალიელი მცველი მატეო რუჯერი, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა. ეს უკანასკნელი ორ თვეზე ნაკლები ხნის წინ რასიზმის ბრალდებების გამო სკანდალში გაეხვა. 23 წლის სუძუკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარმას“ მთავარი მეკარე იყო და ასევე ითამაშა იაპონიის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლისჩემპიონატზე....
დახურული მოგება
მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი. მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა...
დეკუ: როდრი რეალის ჯიბრზე არ გვიყიდია
„ბარსელონამ“ „ალ აჰლისთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო. ჰამზა აბდელქარიმისა და რაფინიას (პანალტი) გოლებით პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონი დაწინაურდა, მეორეში კი ზიზომ სხვაობა შეამცირა. 90-ე წუთზე ბარსელონელთაგან ენტონი გორდონმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. საინტერესოა, რომ სამი გოლიდან ორი ეგვიპტელებმა შეაგდეს – აბდელქარიმი და ზიზო „ფარაონები“ არიან. ბარსელონელი 18 წლისაა, ხოლო კაიროელი ოცდაათის. ორივე თავდამსხმელია. მატჩის...
კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
„პარი სენ ჟერმენისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ფანებს „პარკ დე პრენსზე“ თამაშის ნახვამდე ორიკვირიანი ლოდინი მოუწევთ. როგორც ფრანგული მედია იუწყება ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონისა და „რენის“ მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გადაიტანა. შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო, მაგრამ „პარკ დე პრენსის“ მოედანი ზაფხულის მზეს ისე დაუზიანებია, რომ გამოსაცვლელია. საინტერესოა, რომ ბალახი მაღალ ტემპერატურას...









