„ბარსელონამ“ „ალ აჰლისთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო. ჰამზა აბდელქარიმისა და რაფინიას (პანალტი) გოლებით პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონი დაწინაურდა, მეორეში კი ზიზომ სხვაობა შეამცირა. 90-ე წუთზე ბარსელონელთაგან ენტონი გორდონმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი.
საინტერესოა, რომ სამი გოლიდან ორი ეგვიპტელებმა შეაგდეს – აბდელქარიმი და ზიზო „ფარაონები“ არიან. ბარსელონელი 18 წლისაა, ხოლო კაიროელი ოცდაათის. ორივე თავდამსხმელია.
მატჩის შემდეგ „მარკამ“ „ბარსას“ სპორტულ დირექტორ დეკუს ჩამოართვა ინტერვიუ. პორტუგალიელმა ტრანსფერებზე ილაპარაკა. ყველაზე საინტერესო, რაც მან თქვა ის არის, რომ კლუბის დიდი დანამატის როდრის ყიდვა თავიდან გეგმაში არც იყო.
დეკუ: „ზაფხულის ტრანსფერებით ძალიან კმაყოფილი ვართ. თითოეული ფეხბურთელი კონკრეტული მიზნით ვიყიდეთ. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ყოველ მათგანზე ბევრი ვიმსჯელეთ. ერთადერთი, როდრის შეძენა არ შედიოდა ჩვენს გეგმებში, რადგან გვეგონა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ როგორც კი რეალური ვარიანტი გამოჩნდა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. გაძლიერება ნებისმიერი გუნდის შეიძლება. როდრი აუცილებლად გაგვაძლიერებს…
…ჩვენ არ ვყიდულობთ ფეხბურთელებს იმისათვის, რომ ისინი სხვა გუნდებს წავართვათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს შორის ქიშპობაა. მართლა არ გვეგონა, რომ როდრის ყიდვა შესაძლებელი იქნებოდა. ვაჭრობა იმისთვის არ დაგვიწყია, რომ „რეალისთვის“ ფეხბურთელის ყიდვაში ხელი შეგვეშალა…
…თავდასხმაში ორი ფეხბურთელი დავიმატეთ. მართალია ლევანდოვსკი დიდი დანაკლისია, რომლის შევსებაც რთულია, მაგრამ ფერან ტორესის ნაცვლად გორდონი და ადეიმი შევიძინეთ. კიდევ ვფიქრობთ რამდენიმე ვარიანტზე თავად ესპანეთში. პრესაში დიდი ხმაურია, ჩვენ კი მუშაობას განვაგრძობთ…
…ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის პრობლემა არ გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ყველა ახალწვეულს ჩვენთან თამაში სურდა. ისინი ხედავენ, რომ გამარჯვებაზე ორიენტირებული პროექტი გვაქვს. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ისტორიის შექმნა გვსურს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/08/2026 | 09:05დეკუ: როდრი რეალის ჯიბრზე არ გვიყიდია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 07:26კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
აქეთურ-იქითური19/08/2026 | 09:47მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
სიახლეები19/08/2026 | 06:54მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
