„მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისგან“ 125 მილიონ გირვანქად ენცო ფერნანდესი იყიდა. ინგლისური მედია აღნიშნავს, რომ შედეგად აწ უკვე დახურულ სატრანსფერო სეზონზე „ქალაქელებმა“ სარეკორდო თანხა 458 მილიონი გირვანქა დახარჯეს. მათ მერე მოდის „ლივერპული“, რომელმაც ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 415 მილიონი გირვანქა გაიმეტა. რასაკვირველია, „სიტიმ“ მოთამაშეები არა მხოლოდ იყიდა, არამედ გაყიდა კიდეც, რითაც 300 მილიონი გირვანქა შემოუვიდა. ფერნანდესი „ჩელსიში“ „ბენფიკადან“...
კატეგორია: სიახლეები
მეშახტეს ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ორი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. ტყიბულის „მეშახტემ,“ 19-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ქუთაისში „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა. მანამდე ტყიბულელებს 12 მარტს, მესამე ტურში, გორში „დილასთან“ მოეგოთ 1:0. ახლა 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ „სპაერს“ 9 პუნქტით ჩამორჩებიან და ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში ადგილის შენარჩუნება. 31-ქულიანი „ტორპედო“ კი მე-6 საფეხურზეა. საინტერესოა, რომ ორივე...
30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
ვინ გახდება 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი? ვინ შეცვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე ოსმან დემბელეს? ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა მოთმენა მოგვიწევს. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში გავიგებთ. მანამდე კი, ორშაბათს, 8 სექტემბერს „ფრანს“ ფუტბოლი დაასახელებს იმ 30 ფეხბურთელის ვინაობას, რომელთაგან ხმოსნებს საუკეთესოს ამორჩევა მოუხდებათ. როგორც „ეკიპი“...
მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
რამდენიმე საათის წინ 39 წლის ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და გულშემატკივარს ამ წერილით დაემშვიდობა: „მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ფინალის შემდეგ გავიდა, ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ… ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული იყო და დღემდე გულს მტკენს, თუმცა ვხვდები, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი...
დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
„ლივერპულს“ „გენკის“ მეკარის ლუკა ბრუგმანსის შეძენა უნდა! – ამას ინგლისური „სანი“ წერს. სატრანსფერო ბაზარი კი სამშაბათს საღამოს იხურება. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რა ბედი ეწევა გიორგი მამარდაშვილს? გაზეთის მტკიცებით მას სავარაუდოდ „ნოტინგემ ფორესტი“ წაიყვანს. ბრუგმანსი ჯერ ყმაწვილია. ის ივნისში 18 წლის გახდა. მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალ მეკარე-ვარსკვლავს უწოდებენ. მისი შეძენით „ბებერ კონტინენტზე“ ბევრი კლუბია...
პლატინიმ თქვა, კვარაო!
ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...
ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
„ლივერპულის“ გულშემატკივართა საყვარელმა მეკარემ ალისონმა „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 -ის შემდეგ მეთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია. მანამდე ბრაზილიელი პროტესტის გამო ყვითელი ბარათით იყო დასჯილი – ის მეტოქის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ აღაშფოთა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა ალისონმა მეოთხე მსაჯის ტაბლოს და როგორ ჩატეხა ის, „მირორმა“ კი დაზიანებული ელექტრო-დაფის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს უჩვეულო ინციდენტი მერსისაიდელთა მწვრთნელის ანდონი ირაოლას...
კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე...
ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. „პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას...
იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
რამდენიმე დღის წინ თბილისის „იბერიამ“ კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე მეტოქეები ვინაობა შეიტყო, 29 აგვისტოს კი უეფას ოფიცილურ ვებგვერდზე თამაშების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი ტურნირის ძირითად ეტაპზე გამოსვლას 15 ოქტომბერს ბელგიაში, „სენტ ტრუიდენთან“ სტუმრობით იწყებს და 17 დეკემბერს ჩეხეთში „იაბლონეცთან“ მატჩით ასრულებს, შემდეგ კი 36 გუნდიდან 24 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე განაგრძობს...









