UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო, მაგრამ უმაყურებლო თამაშით გახსნა. ვილი სანიოლის გუნდისთვის დასაწყისი მძიმე გამოდგა – 0:1.
მუსიე ვილის ძირითადი შემადგენლობა ვერ მოვუწონეთ და ეს პირველმა ტაიმმაც დაადასტურა – შესვენებამდე უსახური და უფერული ფეხბურთი ვითამაშეთ.
დიდად არც მერე ნახევარში მოგვიკლავს თავი, მაგრამ ანტრაქტის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა საქმეში გიორგი ჩაკვეტაძე ჩართო და საქართელოს ნაკრების შეტევაში ფანტაზიამაც ოდნავ იმატა.

ორი მაგარი მომენტიც გვქონდა: ჩრდილოეთ ირლანდიელთა მეკარემ ჯერ გიორგი მიქაუტაძეს ახლოდან დარტყმული ბურთი აიღო, შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ დარტყმული პენალტი, რომელიც VAR-ზე გადამოწმების შედეგად დაინიშნა – საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს.
უსაქმოდ არც მეტოქე ყოფილა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს: ორჯერ გიორგი მამარდაშვილი კარგად გაისარჯა, მესამედ ბურთი კარს აააცილეს. სანიოლმა შეტევის გაძლიერება სცადა და საქმეში ოთარ კიტეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი ჩართო. უშედეგოდ…
ეგ კი არა, მატჩის ბოლო წამებზე გოლიც გავუშვით და…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
სიახლეები24/09/2026 | 20:08ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
სიახლეები20/09/2026 | 18:13კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
