მაიკლ ონილმა თქვა, რომ საქართველოსთან ბოლოწამს 1:0 მოგებულ შეხვედრაში მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიამ ისტორია დაწერა: ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ფულემის“ ნახევარმცველმა შეა ჩარლზმა 90+9 წუთზე შეაგდო. მანამდე, 65-ე წუთზე მისმა ძმამ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მეკარე პირსი ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო. თავად პენალტი ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელის აზრით აზრით საეჭვო იყო.
ონილი მიიჩნევს, რომ მსაჯი ორელ გრინფილდი (ისრაელი) ვალდებული იყო დაენიშნა ჯარიმა, როდესაც ქართველებმა „არსენალის“ 21-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელი ქედაჰ ონილი წააქციეს. ამ დარღვევის უყურადღებოდ დატოვებამ შემდეგ ეპიზოდში, სანდერლენდელი ცენტრალური მცველის დენიელ ბალარდის სერიოზული ტრავმა გამოიწვია.

ონილი: „მეორე ტაიმში დიდი სიმტკიცის გამოჩენა დაგვჭირდა და თან არა მხოლოდ ძალიან კარგად ათამაშებულ მეტოქესთან ბრძოლაში – რომელმაც კვარაცხელიას აქტიური გამოყენება დაიწყო, – არამედ იმ სიტუაციებშიც, როდესაც მსაჯი ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა. მსაჯობამ ძალიან გამიცრუა იმედი“.
შემდეგ ონილმა თავისი ფეხბურთელები შეაქო: „პერიოდულად თამაში ჩვენს სასარგებლოდ არ მიდიოდა. პენალტის ეპიზოდი გამეორებით ჯერ არ მინახავს, მაგრამ ასეთი რამისთვის თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მეტისმეტი მგონია. ის ბიჭი (ლუკა ლოჩოშვილი) ბურთის თავით დარტყმასთან ახლოსაც არ იყო. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო იმ ეპიზოდშიც, როდესაც ახალშესული ქედაჰი წააქციეს და ამის უყურადღებოდ დატოვებამ გამო რამდენიმე წამში დენის დაშავება გამოიწვია. მსაჯობის ხარისხი ძალიან სავალალო იყო“.
ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ბალარდს შემდეგი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
