ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა: 1:0. აქ არ არის ლაპარაკი პირველ გამარჯვებაზე მიმდინარე გათამაშებაში, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ გუნდს ერთა ლიგის შეხვედრა სტუმრად არასდროს მოეგო და ისტორიაში პირველად ეს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გააკეთა. საერთოდ, ყველა შეჯიბრებაში, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად 2024 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა მოგებული. ჩრდილოეთ ირლანდიელთა ბანაკში განსაკუთრებით...
ჭდე: ჩრდილოეთ ირლანდია
ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
მაიკლ ონილმა თქვა, რომ საქართველოსთან ბოლოწამს 1:0 მოგებულ შეხვედრაში მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიამ ისტორია დაწერა: ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ფულემის“ ნახევარმცველმა შეა ჩარლზმა 90+9 წუთზე შეაგდო. მანამდე, 65-ე წუთზე მისმა ძმამ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მეკარე პირსი ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო. თავად პენალტი ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელის აზრით...
მაიკლ ო’ნილი: საქართველო ალბათ ყველაზე უცნობი გუნდია, მაგრამ…
ჩრდილო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი ამბობს, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში იოლი თამაშები არ იქნება ― ბრიუსელში ჩატარებულმა კენჭისყრამ ერთად შეყარა უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილო ირლანდია. ერთა ლიგამდე, რომლის გათამაშებაც სექტემბერში იწყება, ჩრდილო ირლანდიელებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში უწევთ იტალიასთან შეხვედრა. ამ ბრიტანულ გუნდს მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება ერთა...
საბერძნეთმა საქართველოში ყაზახეთი გამოუშვა
ჩრდილო ირლანდიელ ჯონი ევანსი ნაკრებში მე-100 თამაშს ატარებდა, მაგრამ ზეიმი არ გამოუვიდა. ევანსს და მის თანაგუნდელებს საბერძნეთმა მოუგო 3:1. ამ შეხვედრის ანგარიშს ინტერესით ველოდით საქართველოში, რადგან მასზე იყო დამოკიდებული თუ ვინ შეგვხვდებოდა ერთა ლიგის ფორმატით ევრო 2024-ის შესარჩევის ნახევარფინალში. გაირკვა, რომ 2024 წლის მარტში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი — თურქეთს, გამარჯვებულები კი ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს....
მანჩინი: ყატარშიც წავალთ და ტიტულისთვისაც ვიბრძოლებთ
რობერტო მანჩინიმ კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მართალია იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური შესარჩევი შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოიპოვა, მაგრამ ის მაინც დიდი გუნდია, რომელიც „ყატარი 2022“-ზე ფლეი-ოფით მოხვდება და მერე ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს. „სკუადრა აძურამ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში 0:0 ითამაშა, რის გამოც C ჯგუფში შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფში შვეიცარიის, იტალიისა და ჩრდილო ირლანდიის გარდა...




