კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
ჩანაწერი

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა

„ფროზინონემ“ „ლეჩეს“ 5:1 მოუგო. გიორგი კვერნაძემ ერთი პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი შეასრულა. საიტი sofascore წერს: „კვერნაძე ყველგან იყო, სადაც კი თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მის მიერ შესრულებული ორი საგოლე პასიდან ორივე იყო სუფთა, დროული და ჭკვიანური გარღვევის შედეგი. მან შეასრულა 8 საკვანძო პასი – ყველაზე მეტი ამ შეხვედრაში. კარისკენ ექვსჯერ დაარტყა – კონტრშეტევაზე მუდმივად...

ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
ჩანაწერი

ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია

ვენის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ კარლოს ალკარასს გაეჯიბრა და ბრძოლაში, 1:6; 6:7 დამარცხდა. პირველი სეტი 29 წუთი გაგრძელდა და ესპანელის უპირატესობა უდიდესი იყო. თავიდან ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები რომ მოიგეს, შემდეგ ალკარასმა ზედიზედ ხუთი წაიღო; ბრეიკით დაიწყო ესპანელმა მეორე სეტიც და ნიკა 0:2 ჩამორჩა. თუმცა, შეცდომების დაშვება ალკარასმაც დაიწყო და ნიკამ მალევე გაათანაბრა –...

მამარდა – პენალტების გმირი
ჩანაწერი

მამარდა – პენალტების გმირი

 მამარდამ „ლივერპული“ ლიგის, იმავე „კარაბაოს“ თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ქართველის წვლილი „ჩელსის“ გზიდან ჩამოცილებაში უდიდესი იყო, თუმცა ყველაზე ეფექტური მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მოგერიებული ბოლო დარტყმა გახლდათ – ის რომ გაეშვა თამაში ლონდონელების გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ ქართველმა მოიგერია, მომდევნო დარტყმა კი „ჩელსის“ ფრანგმა მცველმა ვესლი ფოფანამ ააცილა . „ენფილდზე“ გამართული მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა 1:1. რეგლამენტის თანახმად...

შემდეგი ალკარასია…
ჩანაწერი

შემდეგი ალკარასია…

ალმა ათაში თამაშის იშტაზე მოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი ტემპს არ აგდებს და ვენის ტურნირიც გამარჯვებით დაიწყო. ჩვენიანის პირველი მეტოქე მასპინძელთა სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო, რომელიც ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვდა. ბასილაშვილს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, მაგრამ, მთლიანობაში მარტივად მოიგო – 7:6; 6:1. პირველ სეტში ნიკამ მეტოქე მეხუთე გეიმში დააბრეიკა, მაგრამ, როდესაც მატჩზე აწვდიდა, შეცდომა დაუშვა და...

ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
ჩანაწერი

ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა, გოლი კი თავისი ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა. უმცროსი დინამოელები „კოპენჰაგენთან“ საპასუხო მატჩს 4 ნოემბერს დანიაში გამართავენ და უეფას-ახალგაზრდულ ლიგაში მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

მამუ პორტლენდს არ ეყო
ჩანაწერი

მამუ პორტლენდს არ ეყო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონის მეოთხე მატჩი გამართა და პირველად წააგო. ჯეი ჯეი რედიკის გუნდი საკუთარ არენაზე „პორტლენდთან“ 129:136 დამარცხდა. არადა, ბოლო პერიოდის წინ იგებდა… მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 24:01 წუთი დაჰყო. სანდრო გუნდს 17 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით შეეშველა. ჩვენებურმა ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი...

პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
ჩანაწერი

პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?

„მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორთ-ლისტში „პარი სენ ჟერმენს“ 9 წარმომადგენელი ჰყავდა, ალბათობა იმისა, რომ ჯილდოს მისი ფეხბურთელი მოიგებდა დიდი არ ყოფილა“, – წერს ფრანგული საიტი footmercato, რომლის აზრით თავიდან ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის შანსები მაღალი ჩანდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მცირდებოდა და მცირდებოდა. სამაგიეროდ იზრდებოდა პარიზელთა კონკურენტების, ლამინ იამალის, ჰარი კეინის და კილიან...

ბათუმი აღარ  ხუმრობს
ჩანაწერი

ბათუმი აღარ  ხუმრობს

„ბათუმი“ ნამდვილად აღარ ხუმრობს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურში 3:0 მოუგო „სამგურალს“ და 56 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. საინტერესოა, რომ ზღვისპირელებმა ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. თამაშის წინ ბათუმელებმა ხვიჩა კვარაცხელიას 20-ნომრიანი მაისურა გამოფინეს. ხვიჩა ხომ თავის დროზე „ბათუმში“ სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. ამ ჟესტით ბათუმელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კვარაცხელიას, რომელმაც „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა...

ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
ჩანაწერი

ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს

„პარი სენ ჟერმენს“ მორიგი უცნაური საღამო ჰქონდა – მაშინ, როდესაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული მსოფლიო ლონდონიდან  „ფრანს ფუტბოლის“ გალა საღამოს ტრანსლაციას უყურებდა, საფრანგეთის ჩემპიონი მოედანზე ოფლს ღვრიდა – „ლიონს“ ეთამაშებოდა. პარიზელებმა მოიგეს 2:0, მაგრამ… „პალადიუმის“ დარბაზში დამარცხდნენ, რამაც ბევრი გააბრაზა. ლონდონში პსჟ გასული სეზონის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში მისი ფეხბურთელები გამარჯვებულ...

კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
ჩანაწერი

კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია

ჰარი კეინი გახდა 2001 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. 2001-ში მაიკლ ოუენმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი ლინდონის „პალადიუმში“ გაიმართა.   „ბაიერნის“ 33 წლის თავდამსხმელი მეხუთე ინგლისელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. კეინამდე იყვნენ სტენლი მეტიუზი (1956), ბობი ჩარლტონი (1966), კევინ კიგანი (1978, 1979) და ზემოთ ხსენებული ოუენი. დიდი ბრიტანეთიდან „ოქროს ბურთს“...