პიერ-ანრი ბრონკანმა 36-კაციანი სია გამოაქვეყნა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა ასე მოხაზა ის კონტინგენტი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ნოემბერში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მატჩებში დაიცავს. ამ 36-დან 7 ისეთია, რომელსაც სანაკრებო კეპი არ აქვს. ამ პოტენციური დებიუტანტებიდან ზოგიერთს ნაკრებთან ერთად ადრეც უვარჯიშია, ზოგი კი აბსოლუტური ახალბედაა ბორჯღალოსნებში. აი, მათი სრული ჩამონათვალიც: ლაშა ფხაკაძე, კახაბერ დარბაიძე, გაგი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი უეფამ 2024-25 წლების სეზონში შემოიღო. იდეა ასეთი იყო: მეტი გუნდი, მეტი თამაში, მეტი გოლი. და გულშემატკივარმა ეს ყველაფერი მართლა იხილა. განსაკუთრებით მეტი გოლი. BBC-ს ჟურნალისტი ალექს ბროზერტონი წერს, რომ გასული ორი სეზონის განმავლობაში შედეგიანობა მართლაც ძალიან გაიზარდა, წლევანდელ გათამაშებაში კი კიდევ უფრო მეტი გოლი გადის. სადღეისოდ გუნდებმა 187 გოლი გაიტანეს რაც...
იამალი გენიოსია!
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის, პსჟ-სთან მატჩის წინ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ 19 წლის გარემარბის, ლამინ იამალის თამაშის შესახებ შთაბეჭდილებები გააზიარა… „იამალის თამაში ნამდვილი სანახაობაა. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვინც იცის, როგორ გაართოს გულშემატკივრები. ლამინი გენიოსია! მას აქვს ეს მაგია, ეს სანახაობა. ეს არა მხოლოდ მისი თამაშის სტილია, არამედ მისი მენტალიტეტიც. დღეს ფეხბურთის წარმოდგენა ლამინის გარეშე...
ბათუმი 9-დან 8
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ქულების ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ყოველ სათამაშოო დღეს შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. ეს ტურნირს დამატებით ინტრიგას სძენს. „ბათუმმა“ ბოლო 9 შეხვედრიდან მერვე მოიგო და 53 ქულით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, მაგრამ იქვე არიან მდევრები, მოიგეს ტიტულის დანარჩენმა მაძიებლებმაც. მეორე-მესამე ადგილზე მდგარ „რუსთავსა“ და „იბერიას“ 52-52 ქულა მოუგროვდათ,...
ნინი, გელა და მატკავა-შოუ
პარასკევს სარაგბო ევროთასების ახალი ციკლი დაიწყო, ხოლო საფრანგეთში პარალელურად პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის სასტარტო ტურში მონაწილეობა 8 ქართველმა მორაგბემ მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი ბორჯღალოსანთა კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ლელო გაიტანა. „ლა როშელმა“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ ბონუსით მოუგო – 31:14, ხოლო „ნინიმ“ თავისი ლელო პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა – 38-ე...
ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
ალმაათაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1 075 160 დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. 34 წლის ბასილაშვილი პირველ წრეში 38 წლის მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და მსოფლიოს ყოფილ მესამე ჩოგანს 6:2, 7:5 აჯობა. მატჩი საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი მარტივად მოიგო: მეტოქეს ერთის წილ სამი ბრეიკი აართვა; აი, მეორე სეტში ბასილაშვილი 1:4 ჩამორჩა,...
სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ესპანეთში გასული კვირა დაძაბული გამოდგა. „რეალი“ და ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ტებასმა მადრიდელთა საკლუბო ტელეარხი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ საშუალებებს შეადარა. არც „რეალმა“ დაიხია უკან. კლუბი როგორც თავის ტელეარხს ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფ სხვა მედია-საშუალებებს მსაჯობის კრიტიკას სთხოვს. მადრიდელთა მხრიდან კვლავ არ წყდება ლაპარაკი ნეგრერიას...
ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
„შავმა ლომმა“ 2026/2027 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩელენჯ თასის ახალი გათამაშების სტარტზე, რომელიც ხალხით თითქმის გავსებულ „ავჭალაზე“ შედგა, პროფესიულმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა და უიმედოდ დამარცხდა – 14:39. ეს 25-ქულიანი დეფიციტი არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების მზადყოფნის ხარისხში იგრძნობოდა. უელსური ფრენჩაიზის ავსტრალიელ მგეზავ ლოუსონ კრეიტონს კარში მეტი კონცენტრაციითა და მობილიზებით რომ ერტყა,...
რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
„რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტებასმა მადრიდული კლუბის ტელევიზია Real Madrid TV ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა „რეალის“ ხელმძღვანელობამ პასუხად ტებასის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. „უკვე სათვალავი ამერია. აღარც მახსოვს ცამეტი წლის განმავლობაში „რეალის“ დირექტორატმა რამდენჯერ მოითხოვა ჩემი გადადგომა და რამდენჯერ სცადა სამსახურიდან...
მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელს ენცო მარესკას პსჟ-სთან წაგება (2:4) ემოციურად ძვირი დაუჯდა – მარცხიდან 48 საათის შემდეგ, პრემიერლიგაში „იფსვიჩ თაუნთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ის ისევ ჩემპიონთა ლიგის თამაშს უტრიალებდა. „გუშინ, გამთენიისას თავიდან ბოლომდე ვნახე ჩანაწერი და იგივე გრძნობა დამრჩა: პირველი გოლის გაშვებამდე ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო პენალტი, რომელსაც რაიან შერკი ითხოვდა, იყო ენცოს ჯარიმა და კუთხური,...









