შოტლანდიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა სკოტ მაკტომინეიმ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ელექტრული კარდიოვერსია ანუ გულის ცემის მოწესრიგების პროცედურა ჩაიტარა – როგორც ირკვევა მანამდე ნახევარმცველს არითმია ჰქონდა. ამ პროცედურის დროს ადამიანს აძინებენ და გულის არეში სპეციალური დეფლიბრილატორით უშვებენ ელექტრულ იმპულსს. ერთგვარი ელექტროშოკია. 29 წლის ფეხბურთელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე გაიხსენა, რომ ეს ამერიკაში...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?
საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასა და თურქეთთან თამაშებისთვის მზადება დაიწყო. ფრანგების თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თავდაპირველად გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ პიერ კალულუ (ლიონი) და მარკუს ტურამი (ინტერი). მათ ნაცვლად კლერფონტენში შეკრებაზე ჩავიდნენ საელ კუმბედი (ვოლფსბურგი) და ელი კრუპი (ლირიანი). სულ ბოლოს გუნდს გამოაკლდა „რეალის“ ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიენ ჩუამენი. ფრანგული პრესა წერს, რომ...
სპაერმა დაძაბა
ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ბათუმმა“ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპაერთან“ სტუმტად წააგო და 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. სპაერელებმა კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრას“ ამირან ძაგანიას 84-ე წუთზე გატანილი ეთადერთი გოლით მოუგო და „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა. ახლა ზღვისპირელებს და თბილისელებს 59-59 ქულა მოუგროვდათ,...
მამუს საუკეთესო მატჩი
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გამართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ სტუმრად 124:114 მოუგო, რაშიც ჩვენებურის წვლილი საკმაოდ დიდი იყო. მეტიც – სანდრომ „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მამუმ პარკეტზე 32:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ხუთიდან ორი ორქულიანი, რვიდან ხუთი სამქულიანი და...
რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
საფრანგეთში მეხივით გავარდა: ტედი რინერი ქვეყნის პრეზიდენტობას აპირებს! 37 წლის ლეგენდარული ჯუდოკას ანუ ძველებურად რომ ვთქვათ ძიუდოისტის ნათქვამი ბევრმა უბრალოდ ვერ დაიჯერა. გავრცელდა ხმა, რომ მისი განცხადება ხელოვნური ინტელექტის ნახელავი იქნებოდა. ამაზე რინერს, რომელიც თავს „არც მემარჯვენეს და არც მემარცხენეს“ უწოდებს ხელმეორედ მოუხდა გამოსვლა. მან დააზუსტა, რომ ხელოვნური ინტელექტი არაფერ შუაშია. ამ დღეებში ყველა ფრანგული...
რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი ჩავი 2021-2024 წლებში „ბარსელონას“ ედგა სათავეში. სწორედ იქ მოხვდა მის განკარგულებაში 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე, რომელმაც „კამპ ნოუზე“ 2017-2023 წლები გაატარა. ჩავისა და დემბელეს ურთიერთობასთან დაკავშირებული ისტორია პოდკასტ Offsiders-ში გვინეელმა ვეტერანმა ელბერტო ედიოგომ გაიხსენა. ედჯოგო ტელეკომპანია DAZN -ში მიმომხილველად მუშაობს ჩავის „ბარსაში“ მუშაობის წლებში ედიოგოსა და DAZN-ის რამდენიმე ანალიტიკოსს ჩავისთან...
… ათვლა ჭიდაობით დაიწყო
გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის ჩვენთვის ეს ტრადიციული ამბავია, ამჯერად კი ლეიბი ქვიშამ შეცვალა… სენეგალის დაკარსი მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი დავით მძევაშვილმა მოიტანა — ბრინჯაო. მეორე დღეს ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა თითო ვერცხლი მოიგეს. წინ კიდევ ოთხ სახეობა გვაქვს — კრივი, მძლეოსნობა, ფარიკაობა და ტაეკვონდო. იმედია, ჩვენი ყულაბა სამ მედალზე არ გაჩერდება. დაკარის...
სუთიძის ლელოს ამარა
„მსოფლიო რაგბის“ ერთა თასისა და ერთა ჩემპიონატის პარალელურად, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა – როგორც ტოპ 14-ში, ასევე პრო დ2-შიც. ვინაიდან ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ორივე ხსენებულ ლიგაში ჯამურად 22 ჩვენებური ვიხილეთ. უფრო სწორად, 22 განაცხადში იყო, მაგრამ „ბეზიეს“ ახალწვეული ომარ ოდიშვილი თავისი გუნდის მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა. ტოპ 14 ლიგის ლიდერად მოქმედი...
ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილასთან“… 4:4 ითამაშა. ეს იყო სანახაობრივი, ემოციური მატჩი, რომლის მე-4 წუთზე ბირმინგემელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. შესვენებამდე ბრუნო ფერნანდეშმა და იური ტილემანსმა ანგარიში გაქვითეს. მეორე ტაიმის პირველ 10 წუთში სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ინგლისური ფეხბურთი რის ინგლისური ფეხბურთი იქნებოდა საქმე ბოლო წუთებზე რომ არ გარკვეულიყო – ჯოშუა ზირკზემ და პატრიკ დორგუმ...
ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
ბრედლი ბარკოლა ამბობს, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრებს მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უნახავთ. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მარცხენაფლანგელი „ენფილდ როუდზე“ ზაფხულში 123 მილიონ გირვანქად გადავიდა. 24 წლის ვარსკვლავმა წითელი მაისურით 13 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. გოლები მან ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. პრემიერლიგაში ბარკოლას ჯერ თავი არ გამოუჩენია. სამი გოლი ფრანგმა ერთ შეხვედრაში შეაგდო....









