„რეალმა“ ფედე ვალვერდეს, არდა გიულერისა და კილიან მბაპეს გოლებით სტუმრად დაამარცხა „ვალენსია“ – 3:0. ეს გახლდათ მადრიდელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება ყველა შეჯიბრებაში ერთად და ზედიზედ მეხუთე მოგება ლა ლიგაში. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჟოზე მოურინიუს შეგირდებმა, ყველა შეჯიბრებაში 15 შეხვედრიდან 13 მოიგეს. ამასთან ერთად დაისვა კითხვა: შეძლებს „ლოს ბლანკოსი“ ასეთი სვლის შენარჩუნებას...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
დარჩა დიდი სიცარიელე
ორი ტიტანი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ (ბევრისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი) ერთ თვეში დაემშვიდობა სანაკრებო ფეხბურთს. დარჩა უზარმაზარი სიცარიელე. დღეს წერენ, რომ მათ გარეშე მსოფლიო ძველებური აღარ იქნება. მესიმ და რონალდუმ 20 წელიწადზე მეტი გაატარეს უმაღლეს დონეზე. კრიშტიანუმ 234 სანაკრებო შეხვედრაში 146 გოლი გაიტანა. ეს რეკორდია. ის გახდა ევროპის ჩემპიონი (2016) და ორჯერ...
ირაოლამ ალისონი დაიცვა
ანდონი ირაოლამ იმედი გამოთქვა, რომ ალისონი „ლივერპულთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა დასძინა, რომ ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. ბრაზილიელს, რომელიც „წითლების“ ლეგენდად არის აღიარებული ამჟამად კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. ამ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში გაუდის. გასული სეზონის შემდეგ ალისონის გადაბირებით „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული. გოლკიპერის ტურინში გადასვლა ახლაც რეალურია, რადგან ის ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და...
მეცხრე ამბავი
სარაგბო ნოემბერიც დადგა. თუკი აქამდე ეს თვე მსოფლიო რაგბისთვის ტესტ-მატჩების სეზონი იყო, ამიერიდან ნოემბერი „მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის და ერთა თასის მატჩებით იქნება დაკავებული. საქართველოს ბორჯღალოსნები ხსენებულთაგან მეორე ტურნირში – ერთა თასზე ასპარეზობენ და შეჯიბრების 6 მატჩიდან საწყისი 3-ის მოგებით, ჩვენი ნაკრები ევროპა-აფრიკა-აზიის ექვსეულში 14 ქულით ლიდერობს. ტურნირის ფორმატი ისეთია, რომ აღნიშნული პულის მონაწილეები 6 მატჩს...
მარცხი სკანდინავიელებთან
ხელბურთელთა ევრო-2028-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. რუბენ გარაბიას გუნდი ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ ნორვეგიას ესტუმრა და 23:40 წააგო. სკანდინავიელებმა უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ და 5:1 დაწინაურდნენ. რის შემდეგ მეთოდურად ზრდიდნენ სხვაობას და პირველი ტაიმი 20:12 მოიგეს. მეორე ტაიმი სრული ფორმალობა და ორივე გუნდისთვის კარგი ვარჯიში გამოდგა. ცხადია, ნორვეგიელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ...
თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
ესპანეთის სახალხო პარტიის ლიდერმა ილბერტო ნუნიეს ფეიხოომ, რომელიც 29 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, ფეხბურთზეც თქვა ორიოდ სიტყვა. პროგრამა „ელ ჩირინგიტოში“ გამოსვლისას გალისიელმა პოლიტიკოსმა ფიფას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში არ გაიმართება, ქვეყანა შეჯიბრების თანამასპინძლობაზე უარს იტყვის! ეს ყველაფერი რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო პარტია არჩევნებს მოიგებს და ნუნიეს ფეიხოო პრემიერ...
მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია. მწვრთნელს მაიკლ კერიკს კარგა ხანია წყალი შეუდგა, თუმცა მის სამსახურიდან დათხოვნაზე ოფიციალურად ჯერ ლაპარაკი არ არის. ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ კლუბი საფრანგეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს დიდიე დეშამს დაუკავშირდა. ბოლო შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „რომას“ თამაში შემოუტრიალა, 0:2-ს აგებდა და 3:2 მოუგო, მაგრამ ამით კერიკის თანამდებობაზე ყოფინის ვადა მხოლოდ დროებით გახანგრძლივდა, თორემ პრინციპულად არაფერი...
ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
მსოფლიო ფეხბურთი ხესუს დე მიგელის დაღუპვას გლოვობს. ის „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრაში მოწინააღმდეგის მეკარეს შეეჯახა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვაგლახ, ეს ფეხბურთელის მოედანზე სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის. „პარიზიენი“ წერს, რომ ასეთივე შეჯახების შედეგად ფეხბურთელის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 1927 წელს დაფიქსირდა. მაშინ დაიღუპა „სერკლ ბრიუგეს“ თავდამსხმელი ბელგიელი ალბერტ ვან კოლი, რომელსაც ნაწლავი გაუსკდა. მოედანზე ექიმებმა შინაგანი...
სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივეს პოზიცია და შედეგი განსხვავებული იყო. სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 138:117. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ქართველმაც შეიტანა: სანდრომ მოედანზე 27:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ხუთიდან სამი ორიანი,...
რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მთავარი მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებლები ხვდებოდნენ. თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელ „იბერიას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა – 0:0. „დინამოს“ გატანის მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა. სხვა მხრივ, ეს თამაში იმით დაგვამახსოვრდა, რომ სტუმართა 17 წლის ნახევარმცველმა, ანდრია ბართიშვილმა, ჩანს, მძიმე ტრავმა მიიღო, მან ექიმების დახმარებით დატოვა მინდორი....









