გასული კვირის მიწურულს ევროპის ქვეყნების ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა და მეტად სასიამოვნოა, რომ ტოპ 14-ში, პრო დ2-სა და პრემიერშიპში ჯამში 7 ქართული ლელო დაფიქსირდა. არც ლუკა მატკავას მარჯვე ფეხით დაგროვილი ქულები უნდა დავივიწყოთ. ტოპ 14 „ვანმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მე-7 ტურში იზეიმა – „კლერმონთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 12 წუთში გააქრო და ამ ქამბექის...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში. ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ...
მოედანზე და სკამზე
NBA-ს სტარტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ჩინებული გამოუვიდა – სამიდან სამი მოგება. თუ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საწყისი ორი თამაში შინ მოიგო, ამჯერად, სტუმრად, „იუტა ჯაზი“ დაამარცხა – 132:123. პირველი მეოთედი „ჯაზმენებმა“ 18 ქულით კი მოიგეს, თუმც დიდი შესვენებისთვის წინ უკვე „ლეიკერსი“ იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება...
ბასილაშვილმა ფინალი წააგო
ალმა ათას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს გაეჯიბრა და ბრძოლაში დამარცხდა – 7:6; 1:6; 3:6. პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და ტაი ბრეიკამდე მივიდნენ. ბრძოლა იქაც ქულა-ქულაში გაგრძელდა, სანამ ბასილაშვილმა მეტოქე მე-14 მინი-გეიმში არ დააბრიეკა. ჩვენებური კი დაწინაურდა, მაგრამ მეორე სეტიდან ყველაფერი შეცვალა. მედვედევი კორტზე სრულად დომინირებდა. ბასილაშვილს არც ჩაწოდება წაუვიდა. ორჯერ...
კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
„ბაიერნის“ ბელგიელი თავკაცი ვინსენტ კომპანი სარეზერვო გუნდის ვარჯიშის დროს ამ გუნდის მწვრთნელის დანტეს გვერდით იდგა, როდესაც გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა იდეალურად იმუშავა, ვერტმფრენიც კი აამოქმედა. საბოლოოდ 40 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მიუნხენის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა მას უკვე გეგმაზომიერად მკურნალობენ. როგორც ირკვევა მწვრთნელის გარშემო მოტრიალე ხალხისთვის...
სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები დუღს, ჩემპიონთა ლიგაში გოლი გოლზე გადის, ორშაბათს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებს და ამ ყველაფრის ფონზე სატრანსფერო ამბები თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ხალხი, რომელსაც საფეხბურთო ბიზნესის ეს მხარე აბარია გამალებული მუშაობს, რადგან სადაცაა იანვარი დადგება და ფეხბურთელებით ვაჭრობა ერთი თვით განახლდება. გთავაზობთ რამდენიმე სატრანსფერო ცნობას, რომელიც ფრანგულმა...
ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
„ბარსელონას“ გულშემატკივრები ენტონი გორდონს შემოსწყრნენ. მათი აზრით გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ ცუდად ითამაშა. ზოგიერთმა „კულემ“ სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერა, თუ გუნდში მაინცდამაინც ინგლისელი უნდა გვყავდეს მარკუს რაშფორდი დააბრუნეთო. გორდონს, რომელიც „ბარსაში“ გასულ ზაფხულს 70 მილიონ გირვანქად „ნიუკასლიდან“ გადავიდა „პარკ დე პრენსზე“ აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ გაუჭირდა. კატალონიაში ფიქრობენ, რომ მან შეტევაში თავისი გუნდი...
ბასილაშვილი ნახევარფინალშია
ალმა ათაში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა საუკეთესო ოთხეულში შესვლა ადრიან მანარინო დამარცხებით მოახერხა. ჩვენებურმა ფრანგს მარტივად აჯობა – 6:3; 6:1. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკი შეასრულა: პირველ სეტში ერთხელ, ხოლო მეორეში – სამჯერ. ამასთან, საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია. როგორც გითხარით, ბასილაშვილმა ალმა ათაში...
გია
იცი, იმ დროს მამაჩემი, ვაჟა, დილაუთენია საწოლიდან წამომაგდებდა, კიკვიძის პარკში ჩამარბენინებდა და იქ მავარჯიშებდა. მერე შინ დავბრუნდებოდი, ცოტას სულ მოვითქვამდი და ათ საათზე უკვე დინამოზე ვიყავით, — მომიყვება გია ნემსაძე ბევრი წლის შემდეგ… დინამოზე, უფრო სწორად, დინამოს „გარევოიზე“ — იქ, სადაც ახლა ავტომობილების პარკინგია, — ტყავის ბურთის საქალაქო პირველობა ტარდებოდა. თბილისის რაიონების გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ:...
პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სამშაბათ საღამოს, როდესაც ფეხბურთელები „პარკ დე პრენსს“ ტოვებდნენ „პარი სენ ჟერმენში“ პესიმიზმი მეფობდა. კარგს არაფერს მოასწავებდა კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ გადიოდა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან კლუბის ორი თანამშრომლის დახმარებით, ის კი მიწაზე ფეხს ვერ აბიჯებდა. სამშაბათ დილას საბოლოო განაჩენიც გამოცხადდა. პსჟ-ს სამედიცინო დასკვნაში ეწერა ყველაზე არასასურველი რამ: „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები...









