სწორად შენიშნავს BBC: ერლინგ ჰოლანდს მოედანზე უპირველეს ყოვლისა გარეგნობით და ვარცხნილობით შეამჩნევ, მერე კი იწყება თამაში, რომლის დროსაც ის ქარიშხალივით იჭრება თავისუფალ სივრცეებში, ხოლო მცველები ქაოსურად ცდილობენ მის შეჩერებას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერვედფინალში ბრაზილიასთან ეს ისე არ იგრძნობოდა როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ მან მაინც გაიტანა ორი გოლი. ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა...
კატეგორია: სიახლეები
გამოუშვით ესპანეთი
მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ლატვიაში უკრინასთან რომ წავაგეთ, შემდეგ ესპანელებთან აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა და ოვერტაიმში მოვიგეთ. დაახლოებით ისეთივე ვითარებაა მომავალი მუნდიალის წინ – უკრაინასთან რიგაში წავაგეთ და ესპანეთს შინ ისევ ოვერტაიმში მოვუგეთ – 91:89. არადა … იყო მომენტები 20 ქულას და მეტს ვაგებდით. თუმცა, თამაშის ბედი ორმა კალათბურთელმა გადაწყვიტა – თორნიკე შენგელიამ და მარკიზ...
OTP ბოლოზე
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზედებელი ეტაპი უნგრეთში გაიარა, სადაც მონაწილეობა OTP თასზე მიიღო. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი სამივე მატჩში დამარცხდა: ჯერ სერბეთთან 10:20; შემდეგ ნიდერლანდებთან 14:15, ბოლო ტურში კი მასპინძლებთან 17:24. უნგრელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გავუწიეთ და მინიმალური სხვაობით წავაგეთ – 4:5; დიდი შესვენების წინ უნგრელები უკვე ოთხი ბურთით იგებდნენ – 12:8; მესამე მეოთედიც...
ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი მატჩი მოიგო – მონტევიდეოში მასპინძელ ურუგვაის 41:34 სძლია და ბონუსის ჩათვლით, სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა. ეს იყო ბორჯღალოსნების დებიუტი ახალ ტურნირში, ნაკრების სათავეში სადებიუტო მატჩი ფრანგმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ჩაატარა, ხოლო „შავი ლომის“ გარემარბმა რომა მახათაძემ პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. სიახლე კიდევ ის იყო, რომ დავით ნინიაშვილმა...
მბაპე: მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით
საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაის რთულ, პროვოკაციებით და უხეშობებით სავსე შეხვედრაში 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. პარაგვაელები ძირითადად თავიანთ საჯარიმოსთან იდგნენ და ცდილობდნენ ფრანგებისთვის ხელი შეეშალათ. გამარჯვების გოლი კილიან მბაპემ პენალტით გაიტანა. პენალტი დეზირე დუემ ინდივიდუალური გარღვევით მოინადირა. პარაგვაელები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ საფეხბურთო ხერხების გარდა არც უხეშობას და პროვოკაციებს ერიდებოდნენ. მატჩის დამთავრების შემდეგ beIN Sports-თან ინტერვიუში...
დიდიე დეშამი: ეს იყო ნამდვილი ტანჯვა
საფრანგეთის ნაკრებმა 1:0 მოუგო პარაგვაის და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – რას განიცდით ამ თამაშის შემდეგ? – ძალიან სასიამოვნოა, რომ კვლავ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. წინა თამაშები შედარებით იოლად გავიარეთ. კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა გადავიტანეთ. ჯობდა მეორე გოლიც გაგვეტანა და კომფორტული უპირატესობისთვის მიგვეღწია....
მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ემზადება მსოფლიო თასისთვის, რომელიც 23-26 ივლისს სიდნეიში ჩატარდება. მზადების ფარგლებში რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან გამართა და 14:15 დამარცხდა. ჩვენი გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა: პირველი მეოთხედი 3:5 წავაგეთ; მეორეში მეტოქემ ზედიზედ სამი ბურთი გაიტანა და სოლიდურად დაწინაურდა, მაგრამ დიდ შესვენებამდე ერთი ბურთი გავქვითეთ – 4:8. მესამე მეოთხედში სიტუაცია...
ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
მექსიკასთან მატჩის წინა დღეს ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელებმა მექსიკური ნარკოკარტელისგან ანონიმური მუქარი წერილები მიიღეს. თავიდან ეს ინფორმაცია ჭორად აღიქვეს, თუმცა მოგვიანებით ის დადასტურდა. „მსოფლიო ჩემპიონატის თემა საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც ჩანს, უკვე დადასტურდა, რომ მექსიკური კარტელის მხრიდან ეკვადორელი ფეხბურთელების მისამართით მუქარები ისმოდა. ისინი ხუთ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და ეკვადორსა და მექსიკაში მყოფი მათი ნათესავების შესახებ კონკრეტული მონაცემები წარუდგინეს. ეს შოკისმომგვრელია. მათ ემუქრებოდნენ, რომ იმ დღეს აცტეკას სტადიონზე...
კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!
მართალია კაბო ვერდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი და ლამაზი კვალი დატოვა. მან მთელი პლანეტის ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ვეტერანი მეკარის ვოზინიას გმირობის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან ითამაშა ფრედ (0:0), შემდეგ კი ურუგვაისთან მუნდიალზე ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა (2:2). საუდის არაბეთთან ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ მწვანე კონცხის გუნდი...
პორტუგალიამ საოცარი გამარჯვება დიოგო ჟოტას მიუძღვნა
პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას სრულიად გიჟურ შეხვედრაში 2:1 მოუგო და… გამარჯვება ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპულ დიოგო ჟოტას მიუძღვნა. პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მოთამაშე შარშან ზაფხულს, თავისი ქორწილიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას მასთან ერთად ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვა. პორტუგალიისა და ხორვატიის დაუვიწყარი შეხვედრა კი 2:1 დამთავრდა. კრიშტიანუ...









