საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაის რთულ, პროვოკაციებით და უხეშობებით სავსე შეხვედრაში 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. პარაგვაელები ძირითადად თავიანთ საჯარიმოსთან იდგნენ და ცდილობდნენ ფრანგებისთვის ხელი შეეშალათ. გამარჯვების გოლი კილიან მბაპემ პენალტით გაიტანა. პენალტი დეზირე დუემ ინდივიდუალური გარღვევით მოინადირა.
პარაგვაელები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ საფეხბურთო ხერხების გარდა არც უხეშობას და პროვოკაციებს ერიდებოდნენ. მატჩის დამთავრების შემდეგ beIN Sports-თან ინტერვიუში მბპემ თქვა:
„ზუსტად ვიცოდით, რა ტიპის თამაშიც გველოდა. კარგი მატჩი იყო. ყველას ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ შემტევი ფეხბურთის თამაში არ გვეხერხება. თუ ხელების ბინძურად გამოყენება იქნება საჭირო, ბინძურად გამოვიყენებთ. პრობლემა არ არის. მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით, რათა ლამაზი კომბინაციები გაგვეთამაშებინა. მოწინააღმდეგეს ამაშიც კი ვაჯობეთ. ყველაფერში მათზე უკეთესები ვიყავით“.

შემდეგ „რეალის“ ფორვარდმა თქვა, რომ პარაგვაის ნაკრების პროვოკაციული და უხეში თამაში მისთვის მოულოდნელი არ იყო.
„ასეთია მათი ფეხბურთი. სწორი და არასწორი ფეხბურთი კი არ არსებობს. ამოცანა ყველასთვის მხოლოდ ერთია: მოგება! ისინი ჩვენს წამოკიდებას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ თავად მივაყენეთ დარტყმა. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და მაროკოსთან თამაშისთვის მოვემზადოთ. ჰაკიმი? მან მგონი უკვე მოწერა რაღაც. ჩვენ ახლა ყურადღებას მოვიკრებთ და ვნახოთ რა მოხდება. მიხარია რომ მაროკოს უნდა შევხვდეთ. ის ძალიან ძლიერი გინდია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
