მექსიკასთან მატჩის წინა დღეს ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელებმა მექსიკური ნარკოკარტელისგან ანონიმური მუქარი წერილები მიიღეს.
თავიდან ეს ინფორმაცია ჭორად აღიქვეს, თუმცა მოგვიანებით ის დადასტურდა.
„მსოფლიო ჩემპიონატის თემა საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც ჩანს, უკვე დადასტურდა, რომ მექსიკური კარტელის მხრიდან ეკვადორელი ფეხბურთელების მისამართით მუქარები ისმოდა. ისინი ხუთ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და ეკვადორსა და მექსიკაში მყოფი მათი ნათესავების შესახებ კონკრეტული მონაცემები წარუდგინეს. ეს შოკისმომგვრელია.
მათ ემუქრებოდნენ, რომ იმ დღეს აცტეკას სტადიონზე მექსიკასთან წაეგოთ. აი, რა არის ნარკოკარტელი – ეს გამაოგნებელია. როგორც ჩანს, მათ ნებისმიერ ფასად სურთ, რომ მექსიკა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდეს“, – თქვეს ჩვენმა სამხრეთამერიკელმა კოლეგებმა.
ჯერჯერობით ფიფა და ეკვადორის ფეხბურთის ფედერაცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, 1/8 ფინალში მექსიკა ინგლისთან ითამაშებს. ინგლისელებსაც დაემუქრებიან?

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე