საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ემზადება მსოფლიო თასისთვის, რომელიც 23-26 ივლისს სიდნეიში ჩატარდება.
მზადების ფარგლებში რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან გამართა და 14:15 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა: პირველი მეოთხედი 3:5 წავაგეთ; მეორეში მეტოქემ ზედიზედ სამი ბურთი გაიტანა და სოლიდურად დაწინაურდა, მაგრამ დიდ შესვენებამდე ერთი ბურთი გავქვითეთ – 4:8. მესამე მეოთხედში სიტუაცია გამოვასწორეთ და სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანეთ, ხოლო მეოთეში მოვახერხეთ და სულაც წინ გავედით – 13:12.
თუმცა, დარჩენილ დროში ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ერთი ბურთით წავაგეთ. გეტყვით, რომ ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქე მეოთხედფინალში იტალია იქნება. გამარჯვებული მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
