„ბარსელონამ“ „ალ აჰლისთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო. ჰამზა აბდელქარიმისა და რაფინიას (პანალტი) გოლებით პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონი დაწინაურდა, მეორეში კი ზიზომ სხვაობა შეამცირა. 90-ე წუთზე ბარსელონელთაგან ენტონი გორდონმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. საინტერესოა, რომ სამი გოლიდან ორი ეგვიპტელებმა შეაგდეს – აბდელქარიმი და ზიზო „ფარაონები“ არიან. ბარსელონელი 18 წლისაა, ხოლო კაიროელი ოცდაათის. ორივე თავდამსხმელია. მატჩის...
კატეგორია: სიახლეები
კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
„პარი სენ ჟერმენისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ფანებს „პარკ დე პრენსზე“ თამაშის ნახვამდე ორიკვირიანი ლოდინი მოუწევთ. როგორც ფრანგული მედია იუწყება ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონისა და „რენის“ მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გადაიტანა. შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო, მაგრამ „პარკ დე პრენსის“ მოედანი ზაფხულის მზეს ისე დაუზიანებია, რომ გამოსაცვლელია. საინტერესოა, რომ ბალახი მაღალ ტემპერატურას...
მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
ბოლოხანს „ბაიერნის“ გულშემატკივარს ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობა აღელვებს. ყველამ იცის, რომ შაბათს „ლაიფციგთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მან გონება დაკარგა რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ სამშაბათს, „ჰაიდენჰაიმთან“ იგივე განმეორდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშეს (46 მატჩი, 10 გოლი) „ლაიფციგთან“ ხელი თანაგუნდელმა ისმაელ საიბარიმ შეაშველა, მოედანზე დაწოლაში დაეხმარა. სამ დღეში თანაგუნდელები კვლავ მის გარშემო შემოიკრიბნენ...
ინტრიგა ინტრიგად…
თბილისის „დინამოს“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერების კარგი შანსი მიეცა. უშუალო კონკურენტ „რუსთავს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, ვაკეში „მიხეილ მესხზე“ მასპინძლობდა და წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეოდა. მაგრამ ინტრიგა ინტრიგად დარჩა, სტუმრებმა ყველა კომონენტში აჯობეს მასპინძლებს, 3:0 დაამარცხეს, დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს და ლიდერობა განიმტკიცეს. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება,...
როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ სეზონისწინა სამზადისი დაამთავრა. ახალმა მწვრთნელმა ანდონი ირალოამ ფეხბურთელები შეისწავლა და სავარაუდოდ შთაბეჭდილება შეექმნა ამ ეტაპზე ვის მეტად უნდა ენდოს და ვის ნაკლებად. პრე-სეზონი „წითლებმა“ შინ, „კომოსთან“ 2:0 გამარჯვებით დაასრულეს. ჯამში ზაფხულის პერიოდში მერსისაიდელებმა ექვსი ამხანაგური თამაში ჩაატარეს. საიტმა This is Anfield შეადგინა სეზონისწინა სამზადისში მონაწილე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი. საიტი წერს, რომ სეზონისწინა...
რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?
„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ 0:1 წააგო. შეხვედრა ლანსში, „სტად ბოლარ ლელელისზე“ გაიმართა. მატჩის ჩატარების ადგილი წილისყრამ გადაწყვიტა. პარიზელთა მაროკოელმა ვარსკვლავმა აშრაფ ჰაკიმიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში რამდენჯერმე ითხოვა, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება თავის მართლებად არ ჩამოართვან, მაგრამ ახსნა-განმარტება ნამდვილად არის. „ყველაფერი გავაკეთეთ რომ გაგვემარჯვა, შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენს კონტროლს...
პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
დიდწილად რიცხობრივ უმცირესობაში მოთამაშე „ლანსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის სუპერთასი მოუგო – 1:0. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის, დინო ტოპმიოლერის გუნდს გამარჯვება 32-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოუტანა. პსჟ ახალ სეზონში ყველა ტიტულს ვეღარ აღმართავს, არადა ოთხი დღით ადრე, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, შესანიშნავად დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, „ლანსი“ ორიდან თითქმის ერთი...
საქართველომ შეკრება დაიწყო
13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით 15 კალათბურთელი შეიკრიბა – სერბი პეციალისტის განკარგულებაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც გამოიძახა. ესენი არიან: მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე. შეგახსენებთ, საქართველოს...
მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
ახალი სეზონიდან ესპანურ ლა ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – გიორგი წიტაიშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა, ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. წიტაიშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028-2029 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა. „რაიო ვალეკანომ“ ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ერთი ქულა დააკლდა კონფერენციის ლიგის საგზურის მოპოვებამდე. გიორგი წიტაიშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია...
კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ლიგის გამარჯვებულ „ასტონ ვილას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-20 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შესაშნავი გოლით ანგარიში გახსნა, ტაიმის ბოლოს მაჯომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი დეზირე დუემ გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა....









![Khvicha-Kvaratskhelia-111 კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/08/Khvicha-Kvaratskhelia-111-360x360.jpg)