
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზედებელი ეტაპი უნგრეთში გაიარა, სადაც მონაწილეობა OTP თასზე მიიღო. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი სამივე მატჩში დამარცხდა: ჯერ სერბეთთან 10:20; შემდეგ ნიდერლანდებთან 14:15, ბოლო ტურში კი მასპინძლებთან 17:24.
უნგრელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გავუწიეთ და მინიმალური სხვაობით წავაგეთ – 4:5; დიდი შესვენების წინ უნგრელები უკვე ოთხი ბურთით იგებდნენ – 12:8; მესამე მეოთედიც პირველის მსგავსი ანგარიშით წავაგეთ და სხვაობამ ხუთ ქულას მიაღწია; დასვნით მეოთხედში მასპინძლებმა უპირატესობას კიდევ ორი ბურთი მიუმატეს…
OTP თასზე ადგილები ასე განაწილდა: უნგრეთი – 9 ქულა; სერბეთი – 6; ნიდერლანდები – 3; საქართველო – 0.
მსოფლიო თასი 23 ივლისს სიდნეიში დაიწყება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას ეთამაშება; ტურნირის ამავე სტადიაზე ასევე ითამაშებენ: ესპანეთი-ავსტრალია; უნგრეთი-ხორვატია; საბერძნეთი-ჩერნოგორია;
ნახევარფინალები 25 ივლისს გაიმართება. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი იტალიელებთან გამარჯვების შემთხვევაში ბერძნებსა და ჩერნოგიელებს შორის მოგებულს ეთამაშება. წაგების შემთხვევაში კი, ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
