ლა ლიგის ბოლო ტურში „მეტროპოლიტანოზე“ გამართულ მადრიდულ დერბიზე დაწერეს ამ გუნდების ადრინდელ დაპირისპირებებზე მეტი იყოო. „ატლეტიკომ“ ალეხანდრო გრიმალდოსა და ჯონათან დავიდის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. „რეალის“ ერთადერთი საპასუხო გოლი 89-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა შეაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს „რეალის“ ჰოლანდიური წარმოშობის ესპანელი მცველი დინ ჰაუსენი. ამ შედეგის გამო „რეალი“ მეოთხე ადგილზე ჩავარდა, „ატლეტიკო“ კი მეორეზეა...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ქალების მედლის შანსი
სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და ახლა ერთდღიანი შესვენება გამოცხადდება. ბოლო ორ ტურში განსხვავებულად ითამაშეს ჩვენმა ნაკრებებმა: ქალებმა ორივე პარტია მოიგეს და მედლის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო კაცებმა მხოლოდ ქულა აიღეს და 38 ადგილზე არიან. ქალთა ნაკრებმა მეხუთე ტურში ინდონეზიის ნაკრები 2.5:1.5 დაამარცხა. გამარჯვების ქულები ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ მოიპოვეს, ნინო ბაციაშვილი...
მელიქიძე – 150
„ლიონმა“ ახალი ჩემპიონატის მესამე მატჩიც მოიგო და 14 ქულით ტოპ 14-ში ერთპიროვნულადაც გალიდერდა. ამასთან, გიორგი მელიქიძემ ხსენებულ ლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. პრო დ2-ში კი 3 ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო ლუკა მატკავამ მორიგი უხვქულიანი მატჩი ჩაატარა. ტოპ 14 „ლა როშელმა“ უქულო აუტსაიდერ „რასინგ-92-ს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 10:20 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებს კვაჭი ნიკა სუთიძე დაუბრუნდა, რომელიც თავდაპირველად...
საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოთხი ტური მიილია. გვსურს ყურადღება ერთი საინტერესო დეტალზე გავამახვილოთ: საჭადრალო ოლიმპიადებზე ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს კაცთა ნაკრებს მეტი ქულა ჰქონდეს, ვიდრე – ქალთა გუნდს. სამარყანდში კი ასეა… ვაჟებმა მეოთხე ტურში ბელგია 3:1 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს გამარჯვებები ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ მოუტანეს, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ...
რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ რუდ გულიტმა თქვა, რომ „ლივერპული“ შეცდა, როდესაც მისი თანამემამულე არნე სლოტი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა. გარდა ამისა გულიტის აზრით ახალი ფეხბურთელების ყიდვა მყისიერი წარმატების გარანტია სულაც არ არის. გასულ ზაფხულს „წითლებმა“ ახალ ფეხბურთელებში (გიორგი მამარდაშვილის ჩათვლით) 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს, მაგრამ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20 შეხვედრა წააგეს, პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდნენ და...
კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
ადრე ასე თუ ისე ხვდებოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ახლა კი სრული გაურკვევლობაა. კანდიდატი რამდენიმეა; მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. 100 ხმოსან ჟურნალისტს „ფრანს ფუტბოლის“ ანკეტების გაგზავნის ბოლო ვადა 28 სექტემბრამდე აქვს. პარასკევს კანდიდატებთან, ოსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასთან Ligue 1+ -მა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავებმა ერთმანეთი აქეს. ტექსტი,...
ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სუპერლიგის ჩემპიონი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი რუმინული „ორადეასთან“ 77:93 დამარცხდა. რუმინელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა და დიდ შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდნენ – 55:37. ზღვისპირელებმა მესამე პერიოდის დასაწყისი 13:1 მოიგეს და სხვაობა ექვს ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი – შემდეგ ისევ მეტოქემ იძალა და ბათუმიც FIBA-ს ევროპის თასზე...
ა-პოლომ ლიგას გახედა
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად თბილისში ოთხი გუნდი შეიკრიბა და ორი საუკეთესო ამ პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრას შეეცდება. საამისოდ, საქართველოს ჩემპიონმა „ა-პოლო სპორტ მენეჯმენტმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან პირველ ტურში მონტენეგროს „ბუდვა“ 19:16 დაამარცხა. საინტერესო მატჩი გამოდგა: პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, მეორეში „ბუდვამ“ იმარჯვა და დიდ შესვენებას ერთბურთიანი უპირატესობით შეხვდა; მესამე მეოთხედის შემდეგ ერთი ბურთით...
ოლიმპიადაზე ერთნაირად
სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და საქართველოს ორივე ნაკრებს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს. პირველ ტურში ორივე ნაკრების მშრალი გამარჯვებების შემდეგ მეორე ტური ჩვენი გუნდებისთვის მთლად სახარბიელო ვერ გამოდგა. ქალთა ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა – 2:2. პარტიები მოიგეს პირველ და მეოთხე დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ; მეორე და მესამე დაფაზე მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა...
საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
დიდიე დეშამის 14 წლიანი ეპოქის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ახალი, ზინედინ ზიდანის პერიოდი იწყება. დეშამის მემკვიდრემ თურქეთის, ბელგიისა და იტალიის წინააღმდეგ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ზიდანის პირველი სიაა „ლურჯების“ თავკაცის რანგში და ვფიქრობთ მისთვის თვალის გადავლება ქართველი გულშემატკივრისთვისაც არ იქნება უინტერესო. ფრანგული წყაროები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავენ, რომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო...









