მართალია კილიან მბაპე და ლამინ იამალი მტრად მოკიდებულ კლუბებში, „რეალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობენ, მაგრამ როდესაც საქმე „ოქროს ბურთზე“ მიდგა ორივემ ერთი მხარე დაიჭირა და ეს მხარე „პარი სენ ჟერმენში“ მოთამაშე კონკურენტების წინააღმდეგ ლაშქრობას გულისხმობს. თუმცა, მათ სავარაუდოდ არც ერთმანეთზე ამოსდით მზე და მთვარე. როგორც იცით მბაპემ „ფრანს ფუტბოლის“ შემდეგ ინტერვიუ AS-ს და მისმა ცალკეულმა გამონათქვამებმა...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრების შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. „ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – 6 თამაში გვაქვს და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. წინა გათამაშებაში B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ელიტაში დაწინაურება...
დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
დეზირე დუე ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაში „სლავიასთან“ არ ათამაშა, შემდეგ შეხვედრაში „ბრესტთან“ კი მხოლოდ 24 წუთით შეიყვანა მოედანზე. ფრანგულ მედიაში წერენ, რომ 21 წლის შემტევს ბოლო კვირებში რთული პერიოდი უდგას – „პარი სენ ჟერმენის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იმასაც ამბობენ, რომ მწვრთნელი მას ზედმეტი ინდივიდუალიზმის გამო აკრიტიკებს ხოლმე. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პარი სენ ჟერმენი“...
პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
ოლივიე ლეტანგი იოლად გამოვიდა – საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ლილის“ პრეზიდენტი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: მან „ლილისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ შეხვედრის (2:2) მსაჯ ერიკ ვატელიეზე ცუდად ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ „ლილი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ პარიზელებმა ორი გოლით უპასუხეს. ლეტანგი მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებზე გაბრაზდა. ვატელიემ თავის პატაკში აღნიშნა, რომ „ლილის“ პრეზიდენტი...
ირაოლა მამარდას შესახებ…
გიორგი მამარდაშვილმა „ტოტენჰემთან“ თამაშის გამო მწვრთნელის ანდონი ირაოლას ქება დაიმსახურა. This is Anfield-მა დაწერა, რომ შეიძლება „ლივერპულში“ ქართველ მეკარეს ალისონის მემკვიდრედ აღარ განიხილავენ, მაგრამ მას გუნდში ჯერ კიდევ დიდი როლი ენიჭება. საიტი შეგვახსენებს, რომ მერსისაიდელებმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ბელგიელი ლუკა ბურგმანსი იყიდეს (ის გუნდს შემდეგი სეზონიდან შეუერთდება) და კლუბში სავარაუდოდ ახლა...
მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
კილიან მბაპე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად სხვადასხვა ხასიათის სკანდალში ეხვევა. „რეალის“ ვარსკვლავი ამ დღეებში პოლიტიკური ხმაურის ობიექტი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანურმა კლუბებმა ჩაიცვეს მაისურები, რომლებზეც სეუტას მოსახლების მხარდამჭერი ლოზუნგი ეწერა, ფრანგმა კი ეს მაისური ისე მოირგო, რომ ლოზუნგი კარგად არ ჩანდა. სეუტა გახლავთ ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც...
რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
ჰოლანდიური ფეხბურთის ვარსკვალვისა და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის რონალდ კუმანის მეუღლე ბარტინა კუმანი-ბოდეველდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იყო საუცხოო ცოლი, დედა და ბებია. კუმანის მეუღლის გარდაცვალებას მყისიერად გამოეხმაურა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი. წუხილი გამოხატა „ბარსელონამაც“. რონალდ კუმანი, ხომ კატალონიური კლუბის ლეგენდაა. სწორედ მისი გოლით...
რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
„რენი“ უკან არ იხევს. მან ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაცხადა, რომ იჩივლებს, რათა პასუხისმგებელმა ხალხმა ლიგა 1-ის გადაწყვეტილებას გადახედონ და მათი მეორე წრის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენთან“ პარიზის ნაცვლად ისევ რენში ჩატარდეს. შეგახსენებთ რა მოხდა: ხსენებულ ორ გუნდს შორის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „პარკ დე პრენსის“ ნაცვლად „როაზონ პარკზე“ გაიმართა. მიზეზი ის იყო, რომ ზაფხულის...
ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
ეროვნული ლიგის 26-ე ტურს გათამაშების ცხრილში ცვლილება არ შეუტანია. ლიდერ-აუტსაიდერი, ყველა თავის ადგილზე დარჩა. „ბათუმმა“ შეწყვიტა ზედიზედ ხუთგამარჯვებანი სერია. ამჯერადაც იგებდა გორში, მაგრამ მათი ლუქსემბურგელი მცველის ენეს მაჰმუტოვიჩის საკუთარ კარში გატანილმა ბურთმა ზღვისპირელებს ქულები დააკარგვინა. ლიდერმა „რუსთავმა“ ბოლო ოთხ ტურში პირველად გაიმარჯვა. მეტოქედ აუტსაიდერი „მეშახტე“ ჰყვავდა. ერთადერთი და ლამაზი გოლი კი 21 წლის ლუკა პარკაძემ...
კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
საფრანგეთში ტოპ 14-ის მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც სატურნირო ცხრილში არცთუ გრანდები – „პო“ და „ლიონი“ გალიდერდნენ, სადაც ქართველები სოლიდურ როლებზე არიან. იმავდროულად, პრო დ2-ში მე-3 ტური შედგა და იქ კი ერთპიროვნული ლიდერი „ოიონაქსი“ გახლავთ, რომლის მგეზავმა ლუკა მატკავამ მორიგი სპექტაკლი დადგა. ტოპ 14 ამ ჯერზე „პოს“ კაპიტანი ბექა გორგაძე თამაშში მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე...









