საფრანგეთში ოსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს გარშემო ლაპარაკი არ წყდება. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ რენში 0:2-ს აგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ოსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. დემბელეს შეცვლამ დიდი ხმაური გამოიწვია, დიდწილად ალბათ იმიტომ, რომ მის ნაცვლად შესულმა ფერან ტორესმა ორი გოლი შეაგდო და გუნდი...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
„სევილიას“ ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...
ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. პორტუგალიელმა დეკლან რაისსა და ერლინგ ჰოლანდს აჯობა. გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პრემიერლიგისა და ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდოებიც მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი მანჩესტერის ოპერის თეატრში გაიმართა. წლის საუკეთესო ახალგაზრდად „მანჩესტერ სიტის“ უნივერსალი ნიკო ო’რეილი დაასახელეს. პრემიერლიგის ჩემპიონი „არსენალი“ სიმბოლურ გუნდში ხუთი ფეხბურთელით...
ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე ბოლოს და ბოლოს დაისვენებსო, წერს „პარიზიენი“ – „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ვარსკვლავი პარასკევს ლილში არ ათამაშოს. მან დემბელე ოთხშაბათის ვარჯიშისგანაც გაათავისუფლა, შემდეგ კი, შაბათს და კვირას ისედაც მთელი გუნდი ისვენებს. დემბელეს არდადეგების შესახებ კლუბმა ოფიციალურ X პლატფორმაზე დაწერა: „მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯმენტთან შეთანხმებით ოსმან დემბელე...
აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აზერბაიჯანის ქალაქი უფრო კი ბაქოსთან ახლომდებარე დაბა მასაზირი გაგიგიათ? თუ არა, ახლა გაიგებთ და ამიერიდან გეცოდინებათ: ეს ის დასახლებული პუნქტია, რომლის ფეხბურთის გუნდი „საბაჰი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. „საბაჰი“ მხოლოდ 9 წელიწადია რაც არსებობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორი შეხვედრის ჯამში ისრაელის „ჰაპოელი“ დაამარცხა – 6:4. ოთხშაბათს, პირველ შეხვედრაში, რომელიც შუა აღმოსავლეთში მიმდინარე...
ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
ფერან ტორესმა გასული სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის შეგდებით დახურა, ახალი კი „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით „რენის“ კარში ორი გოლის გატანით დაიწყო. მას პარიზულ პრესაში მხსნელი უწოდეს – საფრანგეთის ჩემპიონი ლიგა 1-ის პირველი ტურის პირველ შეხვედრაში 0:2-ს აგებდა. Opta-ს სტატისტიკოსებმა მოიძიეს, რომ ტორესმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკვალევზე გაიარა ანუ პარიზული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში...
ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
„რენთან“ უსახური თამაშის შემდეგ ოსმან დემბელე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ლუის ენრიკემ მის ნაცვლად მოედანზე ახალწვეული ფერან ტორესი შეიყვანა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდი, რომელიც 0:2-ს აგებდა წაგებისგან იხსნა. ეს გახლდათ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალეს. ქართველის ნაცვლად შესვენების შემდეგ ნიკა გოდტსმა ითამაშა. ფრანგი ჟურნალისტებისთვის დემბელეს...
ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
2027 წლის მარტში, მაროკოს დედაქალაქ რაბათში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამის შესახებ სლოვენმა ბრიტანულ პოდკასტ The Rest is Politics-ში თავად ილაპარაკა. ჩეფერინი უეფას 2016 წლიდან უდგას სათავეში. ის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატების წილების...
მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ...
როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
„პარი სენ ჟერმენის“ სეზონი ფერან ტორესის ვარსკვლავური თამაშით გაიხსნა. ესპანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ახალ გუნდში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული წაგებისგან იხსნა – პირველი ტაიმის შემდეგ „რენი“ 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დამთავრდა. ტორესმა შესვენებისას ოსმან დემბელე შეცვალა. შესვენებისას ლუის ენრიკემ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიაც. მის ნაცვლად მოედანზე კიდევ...









