Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი

მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. „პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას...

სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
ჩანაწერი

სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ

ბოლო დღეებში ბევრი იწერება ბრედლი ბარკოლას „პარი სენ ჟერმენიდან“ „ლივერპულში“ გადასვლის შესახებ. „სანმა“ ამ ხმების შესამოწმებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა – ბარკოლას სტილისტის ანუ ძველებურად რომ ვთქვათ პარიკმახერის ინსტაგრამში შეიხედა და ნახა რომ ის ტრანსფერს ადასტურებს. ხუმრობა გვერდით იყოს და ბარკოლა წესით დღე უკვე ლივერპულში უნდა იყოს (ეს ცნობა უახლოეს მომავალში დადასტურდება), სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის...

მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
ჩანაწერი

მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს

AS: „თამაშის მსვლელობისას მისი თამაში თანდათან გაფერმკრთალდა. შანსები შექმნა და ეფექტურიც იყო, მაგრამ გოლების გატანა უჭირს“. ეს სიტყვები ესპანურმა გაზეთმა ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა – „ვილიარეალმა“ სტუმრად წააგო ალავესთან 0:1. ინიგო პერესის გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია – პირველ და მეორე ტურში „სანტანდერთან“ და „ატლეტიკოსთან“ 2:2 ითამაშა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა მატჩის...

ზედიზედ მეორე 2:2
ჩანაწერი

ზედიზედ მეორე 2:2

„პარი სენ ჟერმენს“ კვლავ ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორება მოუხდა. ზედიზედ მეორედ. და ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ოღონდ რენისგან განსხვავებით ამჯერად მეორე. ეს ლილში, „პიერ მოროს“ სტადიონზე მოხდა. 21-ე წუთზე ლუის ენრიკეს გუნდს ჰაკონ ჰარალდსონმა გაუტანა გოლი. პარიზელებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, რითაც მასპინძლებმა კიდევ ისარგებლეს და 84-ე წუთზე დილან ბაკვამ მეორე, ძალიან ლამაზი გოლი...

შეღავათი არგენტინას
ჩანაწერი

შეღავათი არგენტინას

არგენტინის ნაკრებს მდგომარეობა შეუმსუბუქდა: ლეანდრო პარედესს, ნაუელ მოლინასა და ტიაგო ალმადას, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სასჯელის მოხდა ამხანაგურ თამაშებში შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ პარედესს ათი შეხვედრის გამოტოვება აქვს მისჯილი, მოლინას შვიდის და ალმადას ერთის. არგენტინელთა აზრით ფიფას სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი მეტისმეტად მკაცრი იყო. სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართა ფიფას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ და...

ორი შესაძლო ქართული დერბი
ჩანაწერი

ორი შესაძლო ქართული დერბი

გნებავთ კლასიკო დაარქვით, გნებავთ შურისძიების მატჩი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრამ ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ კვლავ „ბარსელონას“ შეახვედრა. „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ისტორიული კლუბია. ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენს შორის დაპირისპირება დიდი მატჩი იქნება როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. დიდი მღელვარებით ველის...

გენდუზის გადარევა
ჩანაწერი

გენდუზის გადარევა

„ფენერბაჰჩეს“ 27 წლის ფრანგ ნახევარმცველს მატეო გენდუზის „ლიონის“ გულშემატკივრები და თანამშრომლები თავს დაესხნენ. მიზეზი: მისი გამაღიზიანებელი ზეიმი და გამომწვევი ქცევა. „ფენერბაჰჩე“ და „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში სტამბოლში 1:1 დამთავრდა, მეორე კი საფრანგეთში თურქულმა გუნდმა 2:1 მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. გენდუზი ადრე ლიგა 1-ში, „მარსელში“ თამაშობდა, ამიტომ „ლიონთან“ ქიშპობა მისთვის ორგანულია. როგორც...

ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
ჩანაწერი

ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?

საფრანგეთში ოსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს გარშემო ლაპარაკი არ წყდება. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ რენში 0:2-ს აგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ოსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. დემბელეს შეცვლამ დიდი ხმაური გამოიწვია, დიდწილად ალბათ იმიტომ, რომ მის ნაცვლად შესულმა ფერან ტორესმა ორი გოლი შეაგდო და გუნდი...

ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
ჩანაწერი

ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში

„სევილიას“  ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...

ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
ჩანაწერი

ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული

ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. პორტუგალიელმა დეკლან რაისსა და ერლინგ ჰოლანდს აჯობა. გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პრემიერლიგისა და ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდოებიც მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი მანჩესტერის ოპერის თეატრში გაიმართა. წლის საუკეთესო ახალგაზრდად „მანჩესტერ სიტის“ უნივერსალი ნიკო ო’რეილი დაასახელეს. პრემიერლიგის ჩემპიონი „არსენალი“ სიმბოლურ გუნდში ხუთი ფეხბურთელით...