Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
ჩანაწერი

პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-დან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ევროპულ თასებზე შვიდი გუნდი გამოდის, რომელთა საერთაშორისო კალენდარი ადგილობრივთან იკვეთება, რის გამოც ქვეყნის პროფლიგას გრაფიკის მცირედ გადაკეთება მოუხდა. საქმე ეხება მე-7 და მე-8 ტურის შეხვედრებს. შეხვედრები გადაედებათ ევროპის ლიგის მონაწილე „ლიონს“, „მარსელსა“ და „რენს“, აგრეთვე კონფერენციის ლიგის მონაწილე „მონაკოს“. იგივე ეხებათ ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე გუნდებს „პარი სენ ჟერმენს“,...

გერმანელი იუვენტუსში
ჩანაწერი

გერმანელი იუვენტუსში

გერმანელი თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე იჯარის წესით „ნიუკასლიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. 2002 წელს დაბადებულმა ვარსკვლავმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიური მედია წერს, რომ ეს ტრანსფერი „ბებერ ქალბატონს“ ფინანსურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს. საქმე ის არის, რომ ჯონათან დევიდი, რომელიც „ატლეტიკოში“ გადავიდა სეზონში ბონუსებიანად 6 მილიონ ევროს იღებდა, ვოლტემადე კი 4.4 მილიონს დასჯერდება. გერმანელის ტრანსფერისთვის...

ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა
ჩანაწერი

ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისგან“ 125 მილიონ გირვანქად ენცო ფერნანდესი იყიდა. ინგლისური მედია აღნიშნავს, რომ შედეგად აწ უკვე დახურულ სატრანსფერო სეზონზე „ქალაქელებმა“ სარეკორდო თანხა 458 მილიონი გირვანქა დახარჯეს. მათ მერე მოდის „ლივერპული“, რომელმაც ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 415 მილიონი გირვანქა გაიმეტა. რასაკვირველია, „სიტიმ“ მოთამაშეები არა მხოლოდ იყიდა, არამედ გაყიდა კიდეც, რითაც 300 მილიონი გირვანქა შემოუვიდა. ფერნანდესი „ჩელსიში“ „ბენფიკადან“...

Thisisanfield: მამარდა ლივერპულში რჩება
ჩანაწერი

Thisisanfield: მამარდა ლივერპულში რჩება

საიტი thisisanfield წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს „ლივერპულისგან“ რაიმე ნაბიჯს არ უნდა ველოდოთ. მერსისაიდელებმა დაიმატეს ბრედლი ბარკოლა, ჟერემი ჟაკე, ვიქტორ მუნიოსი და რონალდ არაუხო. გაუშვეს: მოჰამედ სალაჰი, ენდი რობერტსონი, იბრაჰიმა კონატე და კერტის ჯონსი. ჰარვი ელიოტი იჯარის წესით გაასხვისეს. რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს ბელგიელ მეკარეს ლუკა ბრუგმანსსა და „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს დილიან...

ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა
ჩანაწერი

ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა

რაზე აღარ ამახვილებს ყურადღებას „სანი“.  ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ჟოაო ნევეში ქალაქში მოძრაობს მანაქანით, რომელიც… 7000 გირვანქა ღირს. ეს 24.780 ლარია. რაოდენ გასაკვირიად უნდა გეჩვენოთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი პარიზში „პეჟო პარტნერით“ გადაადგილდება. მეტიც, მანქანა, რომელსაც გულშემატკივრებმა პსჟ-ს საწვრთნელ ცენტრთან ფოტო გადაუღეს ახალიც კი არ იყო. „სანი“ გაკვირვებულია. გაზეთს აინტერესებს, ადამიანი რომელიც...

30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
ჩანაწერი

30 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს

ვინ გახდება 2026 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი? ვინ შეცვლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე ოსმან დემბელეს? ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუმცა მოთმენა მოგვიწევს. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში გავიგებთ. მანამდე კი, ორშაბათს, 8 სექტემბერს „ფრანს“ ფუტბოლი დაასახელებს იმ 30 ფეხბურთელის ვინაობას, რომელთაგან ხმოსნებს საუკეთესოს ამორჩევა მოუხდებათ. როგორც „ეკიპი“...

დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
ჩანაწერი

დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?

„ლივერპულს“ „გენკის“ მეკარის ლუკა ბრუგმანსის შეძენა უნდა! – ამას ინგლისური „სანი“ წერს. სატრანსფერო ბაზარი კი სამშაბათს საღამოს იხურება. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რა ბედი ეწევა გიორგი მამარდაშვილს?  გაზეთის მტკიცებით მას სავარაუდოდ „ნოტინგემ ფორესტი“ წაიყვანს. ბრუგმანსი ჯერ ყმაწვილია. ის ივნისში 18 წლის გახდა. მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალ მეკარე-ვარსკვლავს უწოდებენ. მისი შეძენით „ბებერ კონტინენტზე“ ბევრი კლუბია...

პლატინიმ თქვა, კვარაო!
ჩანაწერი

პლატინიმ თქვა, კვარაო!

ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი „კანალ ფუტბოლ კლუბში“ გახლდათ მიწვეული, სადაც „ოქროს ბურთის“ ფავორიტი დაასახელა. მოგეხსენებათ, წლეულს „ფრანს ფუტბოლის“ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „მე პატარა ფსონს „პარი სენ ჟერმენის“ მოთამაშეზე, კვარაზე ჩამოვიდოდი, – თქვა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ სამგზის ლაურეატმა (1983, 1984, 1985), – ჩემი აზრით „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა...

ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
ჩანაწერი

ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია

„ლივერპულის“ გულშემატკივართა საყვარელმა მეკარემ ალისონმა „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 -ის შემდეგ მეთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია. მანამდე ბრაზილიელი პროტესტის გამო ყვითელი ბარათით იყო დასჯილი – ის მეტოქის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ აღაშფოთა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა ალისონმა მეოთხე მსაჯის ტაბლოს და როგორ ჩატეხა ის, „მირორმა“ კი დაზიანებული ელექტრო-დაფის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს უჩვეულო ინციდენტი მერსისაიდელთა მწვრთნელის ანდონი ირაოლას...

კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
ჩანაწერი

კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს

„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ  ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე...