„პარი სენ ჟერმენი“ ახალწვეულმა გადაარჩინა, თუმცა ის ჩვეულებრივი ახალწვეული არ იყო. ის გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი, „ბარსელონადან“ პარიზში ახალგადასული ფერან ტორესი, რომელმაც მოედანზე ფეხი მეორე ტაიმში ოსმან დემბელეს ნაცვლად შედგა და მატჩი, რომელსაც მასპინძელი პსჟ „რენთან“ 0:2-ს აგებდა 2:2 დაამთავრა. მას ასისტენტობა ორივე ჯერზე თანამემამულემ და ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიან რუისმა...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა. გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების...
ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
„პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება, მაგრამ ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩის წინა დღეს არ დამალა, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინააღმდეგი სულაც არ არის. „ახალი მოთამაშეების შესაძენად ბოლო დღემდე მზად ვართ. უკვე რამდენიმე მიმზიდველ ვარიანტს შევასხით ხორცი, რითაც საკუთარ თავს შესაძლებლობები გავუზარდეთ. ჩვენი ამოცანა ხომ მორიგი გამარჯვებებია. იმით, რასაც სატრანსფერო ბაზარზე აქამდე...
წლის საუკეთესო გოლი!
სეზონის უკეთესი სტარტი ძნელი წარმოსადგენია. შაბათს ინგლისელმა დომ ბალარდმა დიდი ალბათობით 2026 წლის საუკეთესო გოლი გაიტანა. ბალარდი ჩემპიონშიპში თამაშობს, „ბრისტოლ სიტის“ თავდამსხმელია, ადრე „საუთჰემტონის“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, გასულ სეზონში კი „ლეიტონ ორიენტში“ გამოდიოდა. მან „ბირმინგემს“ ქუსლით ორიგინალური გოლი გაუტანა. ბალარდი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, 85-ეზე კი გაიტანა. ამ დროისთვის ანგარიში იყო 1:1. საბოლოოდ შეხვედრა მაინც...
ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. „სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის...
არგენტინა დაისაჯა
არგენტინელ ნახევარმცველ ლეანდრო პარადესს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, უფრო სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელებმა ესპანელებთან წააგეს 0:1 და არგენტინელთა ქცევა სავარაუდოდ ამ წაგების სიმწარემ განაპირობა. ფიფას სადისციპლინო კომისიამ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარადესის თანაგუნდელი ნაუელ მოლინა, რომელიც გამარჯვებით გახარებულ როდრის დაესხა თავს. ამ ორ ფეხბურთელს დაეკისრა 90 000...
დეკუ: როდრი რეალის ჯიბრზე არ გვიყიდია
„ბარსელონამ“ „ალ აჰლისთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო. ჰამზა აბდელქარიმისა და რაფინიას (პანალტი) გოლებით პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონი დაწინაურდა, მეორეში კი ზიზომ სხვაობა შეამცირა. 90-ე წუთზე ბარსელონელთაგან ენტონი გორდონმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. საინტერესოა, რომ სამი გოლიდან ორი ეგვიპტელებმა შეაგდეს – აბდელქარიმი და ზიზო „ფარაონები“ არიან. ბარსელონელი 18 წლისაა, ხოლო კაიროელი ოცდაათის. ორივე თავდამსხმელია. მატჩის...
კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
„პარი სენ ჟერმენისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ფანებს „პარკ დე პრენსზე“ თამაშის ნახვამდე ორიკვირიანი ლოდინი მოუწევთ. როგორც ფრანგული მედია იუწყება ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონისა და „რენის“ მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გადაიტანა. შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო, მაგრამ „პარკ დე პრენსის“ მოედანი ზაფხულის მზეს ისე დაუზიანებია, რომ გამოსაცვლელია. საინტერესოა, რომ ბალახი მაღალ ტემპერატურას...
მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
„რეალის“ ახალმა-ძველმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ El Chiringuito -ს ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის მიმდინარე საკითხებზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს. როგორ შეიცვალეთ იმ 13 წელიწადში, რაც მადრიდიდან წახვედით? მრავალნაირად. როგორც პიროვნება, როგორც მწვრთნელი… ძალიან შევიცვალე. რანაირია ჟოზე მოურინიუ ახლა? მე ჩემი დნმ მაქვს. ვერ ვითამაშებ იმ ადამიანის როლს, რომელიც სინამდვილეში არ ვარ, თუმცა, გაცილებით დავღვინდი,...
მუსიალას გათიშვები საშიში არ არის
ბოლოხანს „ბაიერნის“ გულშემატკივარს ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობა აღელვებს. ყველამ იცის, რომ შაბათს „ლაიფციგთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მან გონება დაკარგა რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ სამშაბათს, „ჰაიდენჰაიმთან“ იგივე განმეორდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშეს (46 მატჩი, 10 გოლი) „ლაიფციგთან“ ხელი თანაგუნდელმა ისმაელ საიბარიმ შეაშველა, მოედანზე დაწოლაში დაეხმარა. სამ დღეში თანაგუნდელები კვლავ მის გარშემო შემოიკრიბნენ...









