საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ მოგების გემო არ იცის. ჩვენი გუნდი ამჯერად პოლონეთს გაეჯიბრა და მეოთხე მარცხი იწვნია – 89:94. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ შესვენებამდე უკეთესები ვიყავით, შემდეგ ავირიეთ და საკუთარ კალათში ბევრი ქულა მივიღეთ. პირველი პერიოდი 26:25 მოვიგეთ. განსაკუთრებით ჩვენი მაღლები აქტიურობდნენ და ქულებს ისინი იხვეჭდნენ. მეორე...
წელი: 2025
მოულოდნელი გამოცოცხლება
პირველი მატჩი და პირველი ტიტლული! ისე, რომ ერთი ამხანაგურიც არ ჰქონდა ნათამაშევი, „პარი სენ ჟერმენმა’’უეფას სუპერთასი მოიგო. მისი და „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ შეხვედრაში თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ (2:0), მაგრამ პარიზელებმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და შემდეგ პენალტებშიც იმარჯვეს. ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის დაწყებული აქვს, ერთი თვის ნავარჯიშებ მეტოქესთან შეხვედრაში უამრავი...
ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა
„პარი სენ ჟერმენი’’ უნიკალური გუნდია. „პარიზიენი” წერს, რომ ოთხშაბათს, უდინეში აშკარა ფიზიკური ჩამორჩენის მიუხედავად მან ენერგიულად და ღირსეულად მოიგო ევროპის სუპერთასი, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა სიურეალისტურ ატმოსფეროში, შეხვედრის ბოლო ათ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენაც გამოასწორეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პენალტებში გადამწყვეტი როლი მათმა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ითამაშა....
პსჟ-ს ბიჭები დონარუმას წასვლას გამოეხმაურენ
ჯანლუიჯი დონარუმას „პარი სენ ჟერმენიდან’’ წასვლის საქმე ფაქტობრივად გადაწყვეტილია. იტალიელი მეკარე ჯერ ლუის ენრიკემ არ შეიყვანა ევროპის სუპერთასის განაცხადში, შემდეგ კი თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ „პარკ დე პრენსს’’ უახლოეს კვირებში დატოვებს, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე. მომხდარმა საზოგადოება ააღელვა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის წასვლამ რასაკვირველია იმოქმედა პსჟ-ს ფეხბურთელებზეც. მათ დონარუმასადმი სიყვარული და თანადგომა სოციალურ ქსელებში...
ჟორჟი: ყველაფერი ძველებურადაა, ზეწოლას არ ვგრძნობ
„ლიონმა’’ პრე-სეზონი დაასრულა და ახლა ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან’’ სტუმრობაზეა მობილიზებული. შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება. მოგეხსენებათ, „გონებს’’ ფინანსური თვალსაზრისით ცუდად ჰქონდათ საქმე, კინაღამ ლიგა 2-ში გააგდეს, თუმცა მოედანზე არა უშავთ. foot01 წერს, რომ ჟორჟ მიქაუტაძემ ამ ზაფხულს ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში წასვლით ისარგებლა და ლიონელთა განახლებული გუნდის მთავარი ბომბარდირის პოზიცია დაიმკვიდრა....
დონარუმას გაშვება ლუის ენრიკემ თავზე აიღო
„ჩამოსვლის დღიდან მოედანზე თუ მის მიღმა არაფერი დავიშურე რათა გუნდში ადგილი დამემკვიდრებინა და დღენიადაგ ამაყად ვიცადი „პარი სენ ჟერმენის’’ კარს’’, ― ამ სიტყვებით იწყება ჯანლუიჯი დონარუმას პოსტი ინსტაგრამზე. სამშაბათს, 12 აგვისტოს, 26 წლის გოლკიპერმა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატის ფინალისტმა განაცხადა, რომ პარიზული კლუბიდან მიდის. მის ადგილს „ლილის’’ ყოფილი მეკარე ლუკა შევალიე დაიკავებს....
ოდენ ქულა
… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და...
ლუის ენრიკე: გვინდა წინა სეზონის მიღწევა გავიმეოროთ
ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ შეხვედრის წინ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს ინტერვიუ, რომლის ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ. როგორ მიიღო პარიზმა გამარჯვება პარიზის ქუჩებში ხალხი დღემდე მადლობას მიხდის. ისინი მეხვევიან, ეს კი ისეთ რამ არის, რასაც მე, უკვე ასაკოვანი კაცი, ძალიან ვაფასებ. ეს გრძნობა გამომიცდია როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ბედნიერებაა,...
რასპადორი მადრიდს გაემგზავრა
მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა. რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა...
დონარუმა იმ ვარჯიშს არ ესწრებოდა
ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს...









