საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები რუმინეთში, „კარპატის თასზე“ მონაწილეობს, სადაც მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც იმყოფებიან. ტიტე კალანდაძის შეგირდებმა პირველი მატჩი სერბებთან გამართეს და 25:35 დამარცხდნენ. უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით არის ჩასული. ჩვენებს სასტარტო შემადგენლობის სამი ხელბურთელი – კბილაშვილი, რუსტამოვი და არსენაშვილი – აკლია. საქართველომ სერბეთთან თამაში არეულად დაიწყო და 2:5 ჩამორჩა,...
წელი: 2025
ბუდუ, ბედობა, ბუნდესლიგა…
„დილემის წინაშე დავდექით – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზოვაძემ გამოქვეყნა, მოგვინებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევარს გერმანიის მთავარ ლიგაში გაატარებს, მისი შეძენით ბუნდესლიგის აუტსაიდერი „ჰაიდენჰაიმია“ დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა სავარაუდოდ 3 იანვარს გაიმართება, ფეხბურთელი...
როდრი: როდესაც იგივე ჟურნალისტები რონალდუს ასახელებდნენ, მას ეს მოსწონდა
მოგეხსენებათ, 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი’’ ესპანელმა როდრიმ მოიგო. მას პრემიერლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში დაუფასეს. როდრიმ სულ ოდნავ აჯობა ვინისიუსს, რამაც ბევრი გააღიზიანა. როდესაც შეიტყვეს, რომ ჯილდოს ბრაზილიელს არ გადასცემდნენ „რელმა’’ პროტესტი გამოაცხადა და პარიზში დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავიდა. ვინისიუსს გამოუცხადა სოლიდარობა „ოქროს ბურთის’’ ხუთგზის მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც. დუბაის Globe...
კვარას სკამზე დასვამსო?
ხვალ, საქართველოს დროით 21 საათზე, „ნაპოლი’’, რომელიც 41 ქულით „ატალანტასთან’’ ერთად სერია A-ს ცხრილს ლიდერობს, მეხუთე ადგილზე მყოფ 32 ქულიან „ფიორენტინას’’ ეთამაშება. შეხვედრა ფლორენციაში გაიმართება. ბოლო წლებში „იები’’ ნეაპოლელებს პრობლემებს უქმნიან. იმ სეზონშიც კი, როდესაც „აძურიმ’’ ბრწყინვალედ მოიპოვა სკუდეტო, ერთი თამაში ნეაპოლელებმა მოიგეს, მეორე კი ფრედ დასრულდა. აგვისტოში იყო 0:0, ხოლო მაისში „ნაპოლიმ’’ ვიქტორ ოსიმენის...
superdeporte მამარდას ასახელებს
ესპანური პორტალის superdeporte-ს მკითხველებმა 2024 წლის „ვალენსიას’’ საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. მამარდაშვილი საუკეთესოდ გამოკითხულთა 39-მა პროცენტმა მიიჩნია. ბევრმა ის საუკეთესოდ მხოლოდ ჩინებული გასული სეზონის გამო კი არა, არამედ მთელი გუნდისთვის საკამათო მიმდინარე სეზონის მიხედვითაც კი ჩაწერა. „ღამურების’’ ვარსკვლავი ზაფხულში „ლივერპულმა’’ იყიდა, მაგრამ კლუბებს შორის მყისვე შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც გოლკიპერი 2025 წლის...
უძვირესთა კარში მამარდა დგას
პორტალ „ტრანსფერმარკტის’’ თანახმად ესპანური ლა ლიგის უძვირეს ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებში სამი კლუბი მოხვდა: „ბარსელონა’’, „რეალი’’ და „ვალენსია’’. „ვალენსია’’ რა შუაშია? საქმე ის არის, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად მას ჰყავს მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის ფასიც 40 მილიონი ევროა. მართალია, ეს აგვისტოსთან შედარებით 5 მილიონით ნაკლებია, მაგრამ ესპანეთში მასზე ძვირადღირებული მეკარე არ არსებობს. საერთოდ კი „ვალენსიას’’ ფეხბურთელების...
ძოფი: ადამიანი ასე აღარ უნდა დაამცირონ
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა მეკარემ, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსის’’ ოდინდელმა მოთამაშემ დინო ძოფმა ჟირნალისტ ლუკა ჩერკიონესთან ინტერვიუში (1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club) ბევრ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს: „სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა. ამ წუთისთვის სამი ლიდერი გამოიკვეთა, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. დასკვნების გაკეთება ადრეა. ერთი შეხედვით, თეორიულად, „ინტერი’’ დანარჩენებს...






