წელი: 2025

Home 2025
ჰაიდენჰაიმი ბუდუს შესახებ
ჩანაწერი

ჰაიდენჰაიმი ბუდუს შესახებ

„ჰაიდენჰაიმის პასუხისმგებელ პირებს ძალიან უნდოდათ ჩემი გადაბირება. ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ბუნდესლიგაში გადავბარგდი. ახლა მინდა FCH-ს იქ დატოვების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას.’’ – თქვა ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ქართველი ფორვარდის ინტერვიუ და მის „ჰაიდენჰაიმში’’ გადასვლასთან დაკავშირებული ვიდეოსიუჟეტი კლუბის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა. მას ქვემოთ გთავაზობთ. „ჰაიდენჰაიმის’’ საიტი გულშემატკივარს...

ლივერპულის ინტერესი სულ უფრო იკვეთება
ჩანაწერი

ლივერპულის ინტერესი სულ უფრო იკვეთება

იტალიაში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან’’ წავა. ქართველ გარემარბს ახალი გამოწვევა და ღირსეული ხელფასი სურს.  აპენინებზე წერენ, რომ კვარას ამბავს ყურადღებით აკვირდებიან ინგლისური კლუბები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლავთ „ლივერპული’’. მერსისაიდელებს ეგვიპტელი ვარსკვლავის მო სალაჰის შემცვლელი სჭირდებათ და კანდიდატებს არჩევენ. „ლივერპულს’’ შეუძლია „აძურის’’ ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს. „ენფილდზე’’ თამაშობს იტალიელი ფედერიკო კიეზა,...

პაგანინი: კვარას კუნთის დაღლა იგივეა, რაც მუცლის ტკივილი
ჩანაწერი

პაგანინი: კვარას კუნთის დაღლა იგივეა, რაც მუცლის ტკივილი

ნეაპოლში გრძელდება ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას და ფედერიკო კიეზას შესახებ. ამბობენ, რომ ქართველი გარემარბი „ნაპოლიდან’’ წავა და მის ადგილს „ლივერპულში’’ ხელმოცარული კიეზა დაიკავებს. სატრანსფერო ამბების ექსპერტმა პაოლო პაგანინიმ RAI-ს ეთერიდან თქვა: „კვარაცხელიას კუნთის გადაღლა მუცლის ტკივილის მსგავსი გამოგონებული რამაა. როგორც მე ვიცი იყო კამათი კონტესთანაც, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას არა და არ...

ნერეშის ბრწყინვალე გოლი და MVP-დ აღიარება
ჩანაწერი

ნერეშის ბრწყინვალე გოლი და MVP-დ აღიარება

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში „ნაპოლიმ’’ სტუმრად 3:0 მოუგო „ფიორენტინას’’. ანგარიში 29-ე წუთზე დავიდ ნერეშმა გახსნა. ბრაზილიელმა, რომელსაც კვარას კონკურენტად განიხილავენ ამ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს პოზიციაზე ითამაშა და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი შეაგდო. 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ანგარიში ზამბო ანგისას მოპოვებული პენალტით ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი სკოტ მაკტომინეიმ თამაშს წერტილი დაუსვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნერეში დაასახელეს. მოგვიანებით...

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე
ჩანაწერი

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ მოჯრით სამი მარცხის შემდეგ ვენეციაში ფრედ ითამაშა. სტუმართა მეკარის დევის ვასკესის უხეში შეცდომის გამო იოელ პოიანპალომ ვენეციელები მე-5 წუთზე დააწინაურა, მაგრამ სებასტიანო ესპოზიტომ 32-ე წუთზე გაქვითა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო საიტის მოსაზრებას. მათ გოგლიჩიძის თამაში ასე შეაფასეს: calciomercato — 6.5 გოგლიჩიძე „ვენეციას’’ ფინელ თავდამსხმელ იოელ პოიანპალოს თავდაჯერებული მეურვეობდა. pianetaempoli — 6.0...

პირველი მოგება
ჩანაწერი

პირველი მოგება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მინდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტიტე კალანდაძის შეგირდებმა თურქეთი ნაკრები მარტივად, 32:27 დაამარცხეს. თანაბარი დასაწყისის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ტაიმი სოლიდური ანგარიშით მოიგო – 19:11. ეს უკვე ის სხვაობაა, რომელიც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. შესვენების შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა 10-ბურთიანიც...

წლის პირველი ორმაგი
ჩანაწერი

წლის პირველი ორმაგი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ ტორონტოში 106:97 გაიმარჯვა და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ფლორიდელთა გამარჯვებაში საკუთარი, არც თუ მცირე წვლილი, ქართველ ცენტრსაც შეიტანა, რომელიც სამმაგ დუბლსაც მიუახლოვდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა დაგროვდა და სეზონში...

სალაჰი ლივერპულიდან მიდის
ჩანაწერი

სალაჰი ლივერპულიდან მიდის

„ლივერპულის’’ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, 32 წლის მოჰამედ სალაჰმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება. მერსისაიდელებთან მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩება და მას ოფიციალურად აქვს უფლება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან დაიწყოს წინასწარი მოლაპარაკებები. აქამდე სალაჰი ბუნდოვნად ამბობდა. ის იმეორებდა, რომ შეიძლება წავიდეს „ლივერპულიდან’’ ახლა კი დააზუსტა, რომ „ენფილდზე’’ აღარ დარჩება....

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება
ჩანაწერი

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება

„ნაპოლიმ’’ „ფიორენტინათან’’ შეხვედრის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან. კვარას (გუშინდელ) ვარჯიშზე კუნთის გადაღლა (მიოპათია) შეამჩნიეს, პოლიტანოს კი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც მარცხენა ფეხზე სოლეუსის კუნთის გაჭიმვა აჩვენა. კლუბის ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს-კონფერენცია. მან თქვა: „პოლიტანო განაცხადში არ გვეყოლება, რადგან მას პრობლემური კვირა ჰქონდა....

ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…
ჩანაწერი

ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…

ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და იგი გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება. „ზივზივაძის თამაშს დიდი ხანი ვაკვირდებიდით, ის გასულ სეზონში „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა....