ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა...
წელი: 2025
დე ბრუინი – კლუბში რომელსაც ისტორია საერთოდ არ აქვს
კევინ დე ბრუინი შესაძლოა გადავიდეს კლუბში, რომელსაც… ისტორიაში ერთი მატჩიც არ გაუმართავს. დიდი შანსია „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავმა, პრემიერლიგის ექვსგზის ჩემპიონმა ბელგიელმა ნახევარმცველმა MLS-ისკენ, კერძოდ „სან დიეგოსკენ’’ დაიჭიროს გეზი. „სიტის’’ 33 წლის ლეგენდას „ქალაქელებთან’’ კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ამბობენ, რომ ის მანჩესტერელთა ახალი წინადადების მოსასმენად მზად არის, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კერძოდ, მას საუდელთა პრო-ლიგიდან აქვს...
დაბრუნდებიან კვარა და პოლიტანო?
„ნაპოლი’’ კვირა საღამოს „ვერონას’’ სამასპინძლოდ ემზადება. როგორც „ლა რეპუბლიკა’’ წერს, ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელების გზაზეა და დიდი ალბათობით შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა „ფიორენტინასთან’’ წინა ტურის შეხვედრა კუნთის გადაღლის (მიპოათიის) გამო გამოტოვა. კვარაცხელია სავარაუდოდ თავის პოზიციას დაუბრუნდება, მის კონკურენტად მონათლული ბრაზილიელი დავიდ ნერეში კი კვლავ მარჯვნიდან ითამაშებს, სადაც ფლორენციაში კარგი დრიბლინგითა და ლამაზი გოლით...
გოგა იგებს, მამუ აგებს
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“ და „ნიუ იორკ ნიკსი“ სტუმრად 104:93 დაამარცხა. პირადი ანგარიში ჩვენებურისთვის შედარებით მოკრძალებული გამოდგა – ბითაძემ მოედანზე 22:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ ნიუ იორკელთა კალათს ხუთჯერ შეუტია და სამჯერ ზუსტი იყო. პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი...
ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს
2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1,...
მილანმა ისტორია გაიმეორა
„მილანმა’’ ეს გაიმეორა! 21 წელია გასული მას მერე, რაც დაუვიწყარ დერბიში „ინტერი’’ 2:0-ს უგებდა, მაგრამ „შავ-წითლებმა’’ იონ დალ ტომასონის, კაკას და კლარენს ზეედორფის გოლებით შეხვედრის ბედი შემოატრიალეს. იგივე მოხდა რიადში, იტალიის სუპერთასზე. „მილანმა’’ მერვედ მოიგო ჯილდო და… ხსენებულ „ინტერს’’ გაუტოლდა. გუნდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში სერიოზულად ბორძიკობს, დიდი წარმატება მოიპოვა. „იუვენტუსთან’’ შეხვედრის შემდეგ მილანელთა ახალმა მწვრთნელმა...
დე ლაურენტისი: გალათასარაის უთხარით, იყიდოს!
2023 წლის მიწურულს ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა და „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საერთო ენა გამონახეს და სკუდეტოთი დამშვენებული სეზონის აღსანიშნავად წელიწადში 11 მილიონ ევროიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებას თან ახლდა პირობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბი ოსიმენს სხვაგან გადასვლის ნებას მისცემდა. თავის მხრივ ფორვარდი დე ლაურენტისს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევროს ჩაეწერაზე დაყაბულდა....
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
კარპატებზე მეორე
რუმინეთში დასრულდა ხელბურთში „კარპატის თასის“ გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ეს მას შემდეგ გარიკვა, რაც ტიტე კალანდაძის შეგირდებმა მასპინძლებს 35:34 მოუგეს. ჯგუფი არ იყო სუსტი – მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც ასპრეზობდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საქართველო მხოლოდ სერბეთის ნაკრებს ჩამორჩა. არადა, თავიდან სწორედ სერბეთთან წავაგეთ, მაგრამ დარჩენილ მატჩებში უკეთ ვითამაშეთ და...
ორმაგამდე ქულა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ორლანდო მეჯიქმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 92:105 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძეს მორიგ ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა. ჩვენებური ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. გოგას ანგარიშზე 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაა. ქართველმა ცენტრმა შვიდიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგო, საჯარიმოს ხაზიდან კი...









