„მილანმა’’ ეს გაიმეორა! 21 წელია გასული მას მერე, რაც დაუვიწყარ დერბიში „ინტერი’’ 2:0-ს უგებდა, მაგრამ „შავ-წითლებმა’’ იონ დალ ტომასონის, კაკას და კლარენს ზეედორფის გოლებით შეხვედრის ბედი შემოატრიალეს. იგივე მოხდა რიადში, იტალიის სუპერთასზე. „მილანმა’’ მერვედ მოიგო ჯილდო და… ხსენებულ „ინტერს’’ გაუტოლდა. გუნდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში სერიოზულად ბორძიკობს, დიდი წარმატება მოიპოვა.
„იუვენტუსთან’’ შეხვედრის შემდეგ მილანელთა ახალმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ თქვა: „მე აქ მეგობრების შესაძენად არ მოვსულვარ, მოსაგებად ჩამოვედი’’.
თქმა და შესრულება ერთი გამოდგა. „როსონერის’’ სათავეში ჩადგომის პირველ ხუთ დღეში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი ისეთი შეხვედრა მოიგო, რომელშიც თავიდან მეტოქე დაწინაურდა. თან მეტოქეებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? „იუვე’’ და „ინტერი’’. იტალიური მედიის აზრით ეს ერთი კვირა „მილანის’’ ისტორიაში შევა როგორც გამორჩეული. გულშემატკივარი სიხარულით მეცხრე ცაზეა.
Calciomercato წერს, რომ კონსეისაუს ჯადოქრის ჯოხი არ აქვს. მან უბრალოდ სწორი ნაბიჯები გადადგა: პროექტის მთავარ ფიგურად თეო ერნანდესი აქცია; ტაქტიკით გუნდი არ გადაუტვირთია; ვარჯიშის ინტენსიობას მოუმატა; თამაშის მსვლელობისას დროული შეცვლები შეასრულა და სწორი მახვილები დასვა. ამ საღამოს მსოფლიოში იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი ამაღლდა, რისი მთავარი გმირიც უთუოდ სერჟიო კონსეისაუ იყო.
შეხვედის მსვლელობისას პორტუგალიელი ყველას უყვიროდა, ბრაზობდა, თეოს გოლმა აღაფრთოვანა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი სიხარულისგან ატირდა. მისმა „მილანმა’’ სერია A-ს უძლიერესი გუნდი დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე ირანელმა მეჰდი ტარემიმ მეორეც შეაგდო, შემდეგ კი დაიწყო: 52-ეზე თეო ერნანდესმა შეამცირა სხვაობა, მე-80-ზე კრისტიან პულიშიჩმა გაქვითა ანგარიში და 90+3-ე წუთზე ტამი აბარაჰამმა გამარჯვებისა დასცხო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
