NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“ და „ნიუ იორკ ნიკსი“ სტუმრად 104:93 დაამარცხა. პირადი ანგარიში ჩვენებურისთვის შედარებით მოკრძალებული გამოდგა – ბითაძემ მოედანზე 22:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
გოგამ ნიუ იორკელთა კალათს ხუთჯერ შეუტია და სამჯერ ზუსტი იყო. პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი არ უსვრია. პასივში ერთი დაკარგვა და ერთი ფოლი ჰქონდა.
„ორლანდო“ 22 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ ითამაშებს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ კი ჩიკაგოში 110:114 წააგო. უნდა გამოვყოთ ვიქტორ ვემბანიამას თამაში, რომელსაც უნიკალურ სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 23 ქულა, 14 მოხსნა და 8 დაფარება. ჩვენებურს კი, სათამაშო დრო ისევ არ მისცემია. „სან ანტონიო“ ფლეი ინის ზონაში რჩება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
