წელი: 2025

Home 2025
ეპოქალური რკენა „მესხზე“
ჩანაწერი

ეპოქალური რკენა „მესხზე“

შაბათს „მიხეილ მესხზე“ ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა – „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს, რომლის მოგების შემთხვევაშიც დაფიქსირდება საეტაპო მიღწევა: ქართული ფრენჩაიზი ევროთასის პლეი-ოფში გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს. მეტოქე მრისხანეა. მართალია, საფრანგეთის ბასკეთის წარმომადგენელი კლუბი ბოლო ათწლეულებში არ ბრწყინავს და მისი სამგზის ჩემპიონობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-ში შეიკრა, მაგრამ ეს ხომ...

მეოთხედან მეთვრამეტეზე…
ჩანაწერი

მეოთხედან მეთვრამეტეზე…

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში კლუბი გამოცვალა – მეოთხეადგილოსანი „კრემონეზედან“ „სალერნიტანში“ გადავიდა, რომელიც ამჟამად მე-18 პოზიციაზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, – ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.     „სალერნიტანამ“ „კრემონეზედან“ იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით) ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი დაიმატა, რომელიც 47-ნომრიანი მაისურით ითამშებს და გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, –...

საქართველო: წინ სუპერფინალისკენ…
ჩანაწერი

საქართველო: წინ სუპერფინალისკენ…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის სუპერფინალში გასასვლელად იბრძვის. საამისოდ, საკის კეჩაგიასის შეგირდებმა ან საბერძნეთი უნდა დაამარცხონ, ან – იაპონია. მანამდე კი იყო: სუპერფინალში გასასვლელად 12 გუნდი იბრძოდა, რომლებიც ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენ ხორვატებთან და იტალიელებთან ერთად მოვხდით. თუმცა, იტალიელებს დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და ტურნირიდან მოხსნეს… შედეგად, ჯგუფში ორი გუნდი დავრჩით. ხორვატებთან 11:13 წავაგეთ...

ბითაძე გუნდში საუკეთესოა
ჩანაწერი

ბითაძე გუნდში საუკეთესოა

NBA-ში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და შინ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ 89:104 დამარცხდა. „ჯადოქრების“ საუკეთესო მექულე სწორედ ჩვენებური გახდა, ვინაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოინაგრა. გოგამ 11-დან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ერთი ჯარიმაც ზუსტად ისროლა, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. ბოლო პერიოდში „ორლანდოს“ მოგება უჭირს, რადგან ბევრი...

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი მუზარადის ძირითად ბადეში ითამაშებს. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ფრანჩესკო პასარო 6:3; 6:3 დაამარცხა და დიდ ტურნირზე დაბრუნებით გაიხარა. მატჩმა საათსა და 34 წუთს გასტანა. ბასილაშვილი თავიდანვე დომინირებდა და პირველი სეტის მესამე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება რომ აართვა, შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია....

ცილისმწამებელს განაჩენი გამოუტანეს
ჩანაწერი

ცილისმწამებელს განაჩენი გამოუტანეს

ესპანეთის ქალაქ მალაგის სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა მოდელს, რომელმაც ფეხბურთელ თეო ერნანდესს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. გარდა საპატიმრო ვადისა ცილისმწამებელს მიესაჯა უქვსი თვის განმავლობაში დღეში ათი ევროს გადახდა. ბრალდებულმა პროკურორის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები აღიარა, რითაც სასამართლოს გაურიგდა – მას ციხეში ჯდომა ორი წლით გადაუვადეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში დანაშაულს არ...

კვარა ნაპოლის ისტორიულ თანხას აშოვნინებს
ჩანაწერი

კვარა ნაპოლის ისტორიულ თანხას აშოვნინებს

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გაყიდვამ „ნაპოლის’’ შეიძლება მოუტანოს მოგება, რომელზე მეტიც სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში’’ გაყიდვით გამომუშავებულა. გუშინ მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ პარიზელებმა „აძურის’’ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართეს. „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კლუბის ისტორიაში არნახული ფულის შოვნის შესაძლებლობა ეძლევა. მან ქართველი გარემარბი 2022 წლის ზაფხულში 11 მილიონ...

ვითომ მართლა ორ-სამ დღეში?
ჩანაწერი

ვითომ მართლა ორ-სამ დღეში?

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი’’ შეიძლება რამდენიმე დღეში დაშორდნენ ერთმანეთს. ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ცნობა სულ უფრო და უფრო მიანიშნებს ამას. როგორც ირკვევა კვარაცხელიას გარემოცვას „პარი სენ ჟერმენი’’ დაუკავშირდა. „ნაპოლი’’ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს საქართველოს ნაკრების გარემარბის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა და ისეთ ხელფასს სთავაზობდა მას, რომლის...

პრემიერლიგის 11 გამარჯვებული და 10 ხელმოცარული
ჩანაწერი

პრემიერლიგის 11 გამარჯვებული და 10 ხელმოცარული

რა მოთვლის უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელებს, რომელთაც ინგლისის პრემიერლიგაში უმუშავიათ. ინგლისის პრემიერლიგა კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგაა, თუ საუკეთესო არა და მის კლუბებში ბევრ ტაქტიკოსს მოუსინჯავს ძალა. მათ შორის მრავალი ინგლისელი იყო, ბევრიც – უცხოელი. 1992 წლიდან (პრემიერლიგის დაარსების დღიდან) მოყოლებული ტიტულის მოპოვება თერთმეტმა შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ არაერთმა დიდმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონობა ვერ მოახერხა....

სპინაცოლამ მართლა კვარას პოზიციაზე ითამაშა?
ჩანაწერი

სპინაცოლამ მართლა კვარას პოზიციაზე ითამაშა?

ლეონარდო სპინაცოლას „ფიორენტინას’’ წინააღმდეგ რთული დავალება ერგო – მარცხენა ფრთაზე კვარა უნდა შეეცვალა. და მისტერ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ალღო არ ღალატობს. იტალიელმა ვინგერმა „არტემიო ფრანკიზე’’ მიღწეულ შთამბეჭდავ გამარჯვებაში დიდებული თამაშით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგრამ ჩნდება კითხვა: სპინაცოლამ ამ დღეს მართლა კვარას როლი შეასრულა?  მოდი, Sofascore-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზი ჩავატაროთ....