წელი: 2025

Home 2025
მეხი მოწმენდილ ცაზე
ჩანაწერი

მეხი მოწმენდილ ცაზე

„ნაპოლის’’ მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლას. საიტი fotmob მკითხველს შეახსენებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში’’ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან’’ გადავიდა და პირველივე სეზონში „აძურის’’ სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. იმ სეზონში მარცხენა გარემარბმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შემდეგი სეზონი მთელმა გუნდმა ჩააგდო...

მამარდა მოედანს დაუბრუნდა
ჩანაწერი

მამარდა მოედანს დაუბრუნდა

გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ვალენსიამ’’ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე’’ აუტსაიდერის რანგში ითამაშა. ქართველი მეკარის გარდა შემადგენლობას დაუბრუნდა „ღამურების’’ კაპიტანი ხოსე გაია, დანარჩენი შემადგენლობა კი იგივე იყო რაც წინა ტურში „რეალის’’ წინააღმდეგ. სევილიელებმა თამაში რიხიანად დაიწყეს და პირველ 12 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდა მამარდობდა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 1:1. ანგარიში 61-ე წუთზე  სტუმრამა ლუის...

გოგლიჩიძის უიღბლო დღე
ჩანაწერი

გოგლიჩიძის უიღბლო დღე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ შინ 1:3 წააგო „ლეჩესთან’’. „ლეჩე’’ გასავარდნთა ზონიდან გამოძვრა და „ემპოლის’’ გაუტოლდა. მათ 20 ქილა აქვთ, თუმცა ხსენებულ ზონას მხოლოდ ორი ქულით აღემატებიან. „ემპოლიმ’’ ცუდად ითამაშა. ასეთ დროს ყველა ფეხბურთელი სცოდავს. გოგლიჩიძის თვალშისაცემი შეცდომა მეორე გოლის წინ აუტის დროს წამით შეფერხება იყო. გთავაზებთ იტალიური საიტების შეფასებებს. calciomercato — 5.0. მეორე გოლის დროს სერიოზული შეცდომა...

შეცდომები და სასჯელი – 16:41
ჩანაწერი

შეცდომები და სასჯელი – 16:41

ყველაფერი თითქოს კარგად დაიწყო – „შავი ლომის“ მორაგბეებმა სტუმრად ჩამოსული „ბაიონის“ ნახევარზე ფრანგებს წესები დაარღვევინეს და ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა – 3:0. სულ მალე, დაახლოებით იგივე ადგილას, უკვე ჩვენმა შერკინებამ იმძლავრა, ჯარიმა კვლავ მატკავამ დაარტყა – 6:0. აი, ამის მერე კი ჯერ დაცვაში დავუშვით შეცდომა, რომლის შედეგადაც უგუვე მატკავას ლელოს ზონიდან თავისუფალი...

იაპონიამ საქართველო სუპერფინალში არ გაუშვა
ჩანაწერი

იაპონიამ საქართველო სუპერფინალში არ გაუშვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის სუპერფინალში გასვლა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკის კეჩაგიასის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი იაპონიასთან წააგო – 18:19. თამაში ცუდად დავიწყეთ. პირველი ტაიმში ვაგებდით, ერთხელ სამი ბურთით ჩამოვრჩით, ორჯერ – ორით, მაგრამ გათანაბრებას ვახერხებდით, ბოლო წუთზე სულაც წინ გავედით – 8:7. თუმცა, ტაიმი მაინც ფრედ მორჩა. დიდი შესვენების შემდეგ 9:8 დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ...

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!
ჩანაწერი

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ სერია A -ს მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მას გუნდიდან წასვლა სთხოვა. „გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო კვარა. მას ზაფხულშიც უნდოდა გუნდის დატოვება, ახლაც იგივე თხოვნით მოგვმართა. ხვიჩას ვესაუბრე და დაადასტურა, რომ წასვლა სურს, ძალიან იმედგაცრუებული...

ბანკერომ ბითაძე გაანახევრა
ჩანაწერი

ბანკერომ ბითაძე გაანახევრა

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორლანდოს მატჩს ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, „ჯადოქრების“ ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო მოედანს დაუბრუნდა, რამაც გუნდში ბითაძის როლი და დრო შეამცირა. ორლანდომ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:109 წააგო. ბითაძემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ… ბითაძემ მოედანზე 22:33 წუთი გაატარა. თითქოს...

პოლიციელებმა პირდაპირ ვარჯიშიდან წაიყვანეს
ჩანაწერი

პოლიციელებმა პირდაპირ ვარჯიშიდან წაიყვანეს

პრემიერლიგის ერთ-ერთი ფეხბურთელი ბაზაზე, პირდაპირ საწვრთნელ მოედანზე, თანაგუნდელების თვალწინ დააპატიმრეს. ფეხბურთელები გაკვირვებულები უყურებდნენ პოლიციელებს, რომელთაც ნაკრების წევრი ექვსსაათიან დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ თავიდან ეგონათ, რომ დადგმული შოუს თუ ხუმრობის თვითმხოლველნი იყვნენ. გამოძიებამ ორი ტელეფონი ამოიღო. მათში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების არსებობა შეამოწმეს. დაკითხვის შემდეგ ფეხბურთელი გაუშვეს. ის კლუბში დაბრუნდა და უქმეებზე ფეხბურთის ასოციაციის თასზე თამაშს შეძლებს. როგორც...

კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ
ჩანაწერი

კასანო: კვარას თამაშში სიხარულს ვეღარ ვხედავ

გადავა ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში’’ თუ „ნაპოლიში’’ დარჩება? დღეს ეს კითხვა ნეაპოლელ გულშემატკივარს განსაკუთრებით აწუხებს. „აძურის’’ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთაგან ზოგი ცნობის თანახმად 80, ხოლო ზოგი ცნობის თანახმად 90 მილიონ ევროს ითხოვს, ვეტერანი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო კი Viva el Futbol-ის ეთერიდან თავის შეხედულებას გვაცნობს. „კვარა სეზონის პირველი დღეებიდან წარმოუდგენლად მიცრუებს იმედს. მე მის...

ვის რა უქარაგმა კვარამ?
ჩანაწერი

ვის რა უქარაგმა კვარამ?

იანვრის სატრანსფერო ბაზარი გახურდა. ხვიჩა კვარაცხელია მოვლენათა ცენტრშია. მისი ყიდვა „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა. სწორედ ამ ცხელ დღეებში ქართველმა გარემარბმა ისეთი ვიდეო დაპოსტა, რომელმაც „ნაპოლის’’ გულშემატკივართა შორის კამათი გამოიწვია. ეს გახლავთ ხვიჩას ლამაზი მომენტების კრებული, ოღონდ ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის თამაშებიდან არის შერჩეული. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი’’ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მონაწილეობს, „პარი სენ ჟერმენს’’ კი მართალია...