საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ შინ 1:3 წააგო „ლეჩესთან’’. „ლეჩე’’ გასავარდნთა ზონიდან გამოძვრა და „ემპოლის’’ გაუტოლდა. მათ 20 ქილა აქვთ, თუმცა ხსენებულ ზონას მხოლოდ ორი ქულით აღემატებიან.
„ემპოლიმ’’ ცუდად ითამაშა. ასეთ დროს ყველა ფეხბურთელი სცოდავს. გოგლიჩიძის თვალშისაცემი შეცდომა მეორე გოლის წინ აუტის დროს წამით შეფერხება იყო. გთავაზებთ იტალიური საიტების შეფასებებს.
calciomercato — 5.0. მეორე გოლის დროს სერიოზული შეცდომა დაუშვა.
pianetaempoli — 6.0 მართალია მეორე გოლზე ისიც იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ქართველმა სხვა ყველა გადაწყვეტილება ზუსტად და ავტორიტეტულად მიიღო.
Tuttomercatoweb ― 5.5 ვიტყოდით, რომ შეხვედრა სრულიად დამაკმაყოფილებლად ჩაატარა, მაგრამ მეორე გოლის დროს სერიოზულად შეცდა.
eurosport — 5.0 შეიძლება სატრანსფერო ბაზარზე დარხეული ხმები თავში აუვარდა. მე-5 წუთზე ტეტე მორენტეს დარტყმული ბურთი მოხვდა და ბადეში შევარდა, შემდეგ კი უფრო სერიოზულად შეცდა – აუტის დროს კრსტოვიჩი დაავწიყდა, რის გამოც მისმა გუნდმა მეორე გოლი გაუშვა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, მაგრამ მანამდე საქმე უკვე გაფუჭებული იყო.
Flashscore-მა გოგლიჩიძეს 6.4 დაუწერა („ემპოლის’’ ხუთმა მოთამაშემ მასზე უარესი შეფასება მიიღო), ხოლო whoscored-მა ქართველის თამაში 6.3-ით შეაფასა. ამ საიტის ვერსიით მასზე ნაკლები შეფასება სამმა – მეკარემ და ორმა მცველმა – მიიღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
