გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ვალენსიამ’’ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე’’ აუტსაიდერის რანგში ითამაშა. ქართველი მეკარის გარდა შემადგენლობას დაუბრუნდა „ღამურების’’ კაპიტანი ხოსე გაია, დანარჩენი შემადგენლობა კი იგივე იყო რაც წინა ტურში „რეალის’’ წინააღმდეგ.
სევილიელებმა თამაში რიხიანად დაიწყეს და პირველ 12 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდა მამარდობდა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 1:1. ანგარიში 61-ე წუთზე სტუმრამა ლუის რიოხამ გახსნა 90+3 წუთზე კი მასპინძლებმა მაინც შეძლეს გათანაბრება – ეს ადრია პედროსამ დაბალი დარტყმით გააკეთა. გიორგიმ ბურთს ხელი დაახვედრა, მაგრამ ვერ მოიგერია, ის მაინც ბადეში შევარდა.
მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ოთხი დარტყმა მოიგერია. Flashscore-მა მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასა, ხოლო whoscored-მა სევილიელთა გოლში მას დასდო ბრალი და 5.9 აკმარა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
