არის იტალიაში 50 წლის ვეტერანი ვიტორიო ტოსტო, რომელიც მცველი იყო, თამაშობდა ათზე მეტ სხვადასხვა კლუბში, მათ შორის „ფიორენტინაში’’, „ნაპოლიში’’, „ჯენოასა’’ და „ემპოლიში’’. დღეს ის ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. მისი მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლასთან დაკავშირებით იმიტომ ვთარგმნეთ, რომ ნეაპოლელთა არცთუ მცირე ნაწილში შექმნილი განწყობები ვიცოდეთ. ამ ხალხს ჰგონია, რომ კვარაცხელია დაბალ ხელფასადაც...
წელი: 2025
კვარა დიეგოს მურალს გამოეთხოვა
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს დაემშვიდობა. ის ქალაქის ესპანურ კვარტალში გავიდა, სადაც კედელზე ცნობილი „პიბე დე ოროა’’ გამოხატული და საფრანგეთში გამგზავრების წინ ასე გამოათხოვა „ნაპოლის’’. ქართველ ფეხბურთს უახლოეს საათებში პარიზში სამედიცინო შემოწმებისთვის ელოდებიან. ის „პარი სენ ჟერმენთან’’ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლო ცნობების თანახმად მისი ხელფასი ახალ კლუბში იქნება წელიწადში 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები....
20 წლის შემდეგ, ისევ 23…
ჯაბა კანკავა 20 წლის შემდეგ ისევ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია და ისევე როგორც ოცი წლის წინ, ამჯერადაც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერი „დინამომ“ცოტა ხნის წინ დაადასტურა, ახლა კი 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება გადაწყვიტა და „დინამოსთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. კანკავა „დინამოს“ ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, სწორედ...
ოქროს წყვილი კვლავ შეერთდება?
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში’’ გადაიკვეთონ. ქართველი „პარკ დე პრენსზე’’ იანვარში გადავა, ნიგერიელი კი დიდი შანსია მას ზაფხულში შეუერთდეს. ეს ვარაუდი იტალიურმა „ლა რეპუბლიკამ’’ დღეს გამოთქვა. გაზეთში წერია: „კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა უახლოეს თვეებში პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. ლაჟვარდოვან სანაპიროზე პსჟ-სა და „ნაპოლის’’ წარმომადგენელთა შეხვედრისას საუბარი მიმდინარე სეზონის ბოლოს ოსიმენის საფრანგეთში...
ევროსექსტეტი
გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...
თეო ერნანდესი ანჩელოტისა და ზიდანთან არ იმუშავებს
ვინ იქნება „რეალის’’ მომავალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, რაც იმ ფეხბურთელებში, რომელთა შეძენაც „თეთრებს’’ უნდათ, დაბნეულობას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია თეო ერნანდესი, რომელიც „რეალში’’ 2017-18 წლებში თამაშობდა. დღეს „მილანისა’’ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს მადრიდელები დაცვის მარცხენა ფრთის გასამაგრებლად უხმობენ. ამ პოზიციაზე ფერლან მენდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო ფრან გარსია დიდი ალბათობით გუნდიდან...
კვარას საქმე მოგვარებულია
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის საქმე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პარიზელები ქართველი გარემარბის გადაბირებაზე ზაფხულის მერე მუშაობდნენ და ბოლო ცნობების თანახმად მიზანს მიაღწიეს. „სქაი სპორტის’’ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო საქმეში კარგად არის ჩახედული. მან თავის ვებგვერდზე დაწერა: „ნეაპოლელები დაახლოებით 75 მილიონ ევროს მიიღებენ. ამის შესახებ სიტყვიერ ხელშეკრულებას მხარეებმა რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. გარიგება სხვა ფეხბურთელის...
პარიზელებს არ ეჩქარებათ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლა იტალიაში ემოციური გარჩევის თემაა. მის მიმართ არც ფრანგული პრესაა გულგრილი. „ეკიპი’’ წერს: „კლუბები შეთანხმების იმედით ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ქართველი შეიძლება ამ კვირაშიც კი ჩავიდეს პარიზში. დღეს პროცესის ყველა მონაწილე ამბობს, რომ კვარაცხელიას საქმე უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნან პროგრესს განიცდის, თუმცა შორს არავინ მიდის და არავინ აცხადებს,...
კონტე: ხვიჩა კარგი ბიჭია!
ანტონიო კონტეს „ნაპოლიმ’’ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, ამჯერად მე-17 ადგილზე მყოფ „ვერონასთან’’, რომელიც გასავარდნთა ზონას ერთი ქულით აღემატება. მოგეხსენებათ, გასული კვირა „აძურის’’ ცხოვრებაში იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლამ მიიზიდა. „ვერონასთან’’ შეხვედრაში კი ანგარიში მე-5 წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა (თუმცა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი მეკარე ლორენცო მონტიპოს ზურგში...
დავითაშვილმა დონარუმას გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ ეთამაშება. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 0:2 მარცხდებოდნენ, 64-ე წუთზე „სენტ-ეტიენმა“ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ზურიკო დავითაშვილმა დაარტყა და სხვაობა შეამცირა. „სენტ-ეტიენმა“ მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა, ზურიკო დავითაშვილი კი 87-ე წუთზე შეცვალეს.









![Zuriko Davitashvili დავითაშვილმა დონარუმას გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2024/10/Zuriko-Davitashvili.jpg)