ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ შესაძლო გადასვლა იტალიაში ემოციური გარჩევის თემაა. მის მიმართ არც ფრანგული პრესაა გულგრილი. „ეკიპი’’ წერს:
„კლუბები შეთანხმების იმედით ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ქართველი შეიძლება ამ კვირაშიც კი ჩავიდეს პარიზში. დღეს პროცესის ყველა მონაწილე ამბობს, რომ კვარაცხელიას საქმე უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნან პროგრესს განიცდის, თუმცა შორს არავინ მიდის და არავინ აცხადებს, რომ „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ნაპოლის’’ შორის შეთანხმება შედგა. კლუბები ორშაბათს (დღეს) აპირებენ შეხვედრას და შეეცდებიან საკითხი რაც შეიძლება მალე მოაგვარონ. არსებობს იმედი, რომ მხარეები საბოლოო დეტალებზე შეთანხმდებიან.
ბოლოხანს გამოჩნდა რამდენიმე წყარო, რომელმაც მინიშნებით თქვა, რომ შესაძლოა გარიგება 65-70 მილიონ ევროს ფარგლებში შედგეს. პსჟ ამ რიცხვებს ოფიციალურად არ ადასტურებს და ამბობს, რომ არასდროს ზეიმობს გამარჯვებას კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, მითუმეტეს ისეთ სატრანსფერო საქმეში, რომელმაც ბოლო თვეებში ბევრჯერ იცვალა მიმართულება.
23 წლის გარემარბის („ნაპოლისთან’’ 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი) თაობაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დადგა დღე, როდესაც კლუბებს როგორც ჩანს საკითხის სწრაფად მოგვარება უნდათ. პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს არსად ეჩქარებათ – ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ორ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტისა’’ (22 იანვარს) და „შტუტგარტის’’ წინააღმდეგ, თამაშის უფლებას მაინც არ მისცემენ – აქ უფრო მნიშვნელოვანია გასული კვირის შუიდან საჯაროდ ქცეული „საპნის ოპერა’’ მეტად არ გაიწელოს.
ცნობისთვის: კლუბებს უფლება აქვთ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ფლეი-ოფის წინ, 6 თებერვლის 24 საათამდე დაარეგისტრირონ სამი ახალი ფეხბურთელი.
და რომელი პარიზელი წავა საპირისპირო მიმართულებით, „ნაპოლიში’’? საერთაშორისო პრესაში მილან შკრინიარი (29 წლის, რომელსაც 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი) ახსენეს, მაგრამ თავად ფეხბურთელთან დაახლოებულმა ხალხმა ეს ხმები უარყო’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
