წელი: 2025

Home 2025
ხვიჩა და კიდევ ხუთი…
ჩანაწერი

ხვიჩა და კიდევ ხუთი…

  ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გადაბარგდა. უკვე ხელმოწერილი კონტრაქტით ის პსჟ-ში 2029 წლამდე დარჩება… ზოგადად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ანუ იანვარში ხმაურიანი ტრანსფერები იშვიათობა, მით უფრო იშვიათი ამბავია ის, რომ ფეხბურთელმა საჩემპიონოდ შემართული კლუბი შუა გზაზე დატოვოს. კვარას შემთხვევა სხვა არის, მას „ნაპოლიდან“ წასვლის სერიოზული მიზეზები ჰქონდა და აქ ამის მოყოლას აღარ შევუდგებით. მხოლოდ გეტყვით,...

კვარა მარცხნივ. ბარკოლა?
ჩანაწერი

კვარა მარცხნივ. ბარკოლა?

„პარი სენ ჟერმენის’’ ახალი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ბალანსს აურევს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პარიზელთა თავდასხმაში მისთვის ჩვეულ მარცხენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს, რაც აჩენს რისკს, რომ ბრედლი ბარკოლას სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. თუმცა ლუის ენრიკე კატეგორიულობისგან შორს არის და ბარკოლას მარჯვნივ ან სულაც შუაში თამაშს არ გამორიცხავს. „როგორც ყოველთვის ნებისმიერი შესაძლებლობისთვის მზად ვარ. ბრედლი არის ფეხბურთელი, რომელსაც...

კვარაცხელია: როდესაც პარიზში გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა ბევრი არ მიფიქრია
ჩანაწერი

კვარაცხელია: როდესაც პარიზში გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა ბევრი არ მიფიქრია

„პარი სენ ჟერმენის’’ ახალმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ PSG TV-ს პირველი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს საფრანგეთის 12-გზის ჩემპიონის, ქვეყნის თასის 15-გზის მფლობელის, თასების თასის 1996 წლისა და ინტერტოტოს თასის 2001 წლის მფლობელის ოფიციალური ვებ გვერდიდან. ქვემოთ აგრეთვე იხილავთ ინტერვიუს სატელევიზიო ვერსიას. ხვიჩა, „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელის რანგში როგორ გრძნობთ თავს? პსჟ-ს მაისურის ტარების შესაძლებლობა...

ოფიციალურად: კვარაცხელია პსჟ-ის N7
ჩანაწერი

ოფიციალურად: კვარაცხელია პსჟ-ის N7

ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე – ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, მანამდე ხვიჩამ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. გავრცელებული ინფორმაცვიით, პარიზულმა კლუბმა ტრანსფერში 70 მილიონი ევრო (ბონუსების გარეშე) გადაიხადა. კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი პსჟ-ის პრეზიდენტმა. ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა: „დიდი სიხარულით მივესალმებით კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას. ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა...

ეროვნული ლიგა დინამო-დინამოთი იწყება
ჩანაწერი

ეროვნული ლიგა დინამო-დინამოთი იწყება

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ საკუთრ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს. პირველი ტურშია ერთი გამორჩეული შეხვედრა – 2 მარტს „ბათუმი“  „აჭარაბეთ არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. I ტური პარასკევი, 28 თებერვალი იბერია – თელავი 20:00 | მიხეილ მესხი – თბილისი შაბათი, 1 მარტი სამგურალი – კოლხეთი 1913 15:00 | წყალტუბო, საფეხბურთო...

ძველი ახალი მეკარე დინამოში…
ჩანაწერი

ძველი ახალი მეკარე დინამოში…

ახალი სეზონიდან თბილისის „დინამოს“ კარს 36 წლის მოლდოველი მეკარე, სტეფან სიკაჩი დაიცავს. სიკაჩმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამოს“ პორტუგალიაში შეუერთდა, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის ემზადება. სიკაჩი „დინამოში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი „აკჟაიკისა“ და „ქაისარის“ ღირსებას იცავდა.  

ჟირუ: ის პსჟ-ს გოლებს და სიმტკიცეს შემატებს
ჩანაწერი

ჟირუ: ის პსჟ-ს გოლებს და სიმტკიცეს შემატებს

„ყველა ადამიანისთვის რომელიც ქართველურ ენებს არ იცნობს ამ გვარის გამოთქმა რთულია, ამიტომ შიშს რომ შეიძლება შეგეშალოს, აზრი არ აქვს. „ნაპოლის’’ გულშემატკივრებმა თავის დროზე ის „კვარადონად’’ გადააკეთეს, რაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ მინიშნება დიეგო მარადონაზე, ნეაპოლელთა აბსოლუტურ კერპზე. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ბიჭით, რომლის მაგვარი ფეხბურთელების სანახავად იმედით სავსენი და მოუთმენლობით შეპყრობილნი...

საუკეთესო გამოსავალი და ნეაპოლელი ფანების სირცხვილი
ჩანაწერი

საუკეთესო გამოსავალი და ნეაპოლელი ფანების სირცხვილი

„ლა რეპუბლიკას’’ სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბო „რადიო მარტეს’’ გადაცემა Forza Napoli Sempre-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის თემას შეეხო. „კვარასა და „ნაპოლის’’ ისტორია კარგად დასრულდა. მხარეებმა მოძებნეს გამოსავალი, რომელიც ორვიეს ხელს აძლევს: კლუბმა დიდი თანხა მიიღო, ფეხბურთელმა კი ისეთი ხელფასი, რომელსაც სხვაგან არ დაუნიშნავდნენ. ახლა ქართველმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმ დონის ფეხბურთელია „აძურიში’’...

ლუის ენრიკე და ბატარეები
ჩანაწერი

ლუის ენრიკე და ბატარეები

ბოლო პრეს კონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი მომავლის შესახებ ზედაპირულად ილაპარაკა. მას არაფერი უთქვამს ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მან თქვა, რომ ერთ კლუბში ოთხ წელიწადზე მეტი არასდროს უმუშავია. ვინ იცის საფრანგეთის დედაქალაქში 2023 წელს მისულმა ესპანელმა პირადი რეკორდი „პარკ დე პრენსზე’’ დაამყაროს. ბოლოხანს ფრანგულ პრესაში გავრცელა ხმა, რომ პსჟ-მ ლუის ენრიკესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი...

ჟორჟი-გოლი
ჩანაწერი

ჟორჟი-გოლი

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე „ბურგიონის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 64-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და ძირითადი დრო 2:2 მორჩა.