ვინ იქნება „რეალის’’ მომავალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, რაც იმ ფეხბურთელებში, რომელთა შეძენაც „თეთრებს’’ უნდათ, დაბნეულობას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია თეო ერნანდესი, რომელიც „რეალში’’ 2017-18 წლებში თამაშობდა. დღეს „მილანისა’’ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს მადრიდელები დაცვის მარცხენა ფრთის გასამაგრებლად უხმობენ. ამ პოზიციაზე ფერლან მენდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო ფრან გარსია დიდი ალბათობით გუნდიდან წავა.
იყო ლაპარაკი ალფონსო დევისზე, მაგრამ კანადელი სავარაუდოდ „ბაიერნში’’ დარჩება და რჩება ფერნანდესი, რომელი თავის მხრივ გრძნობს, რომ იტალიაში თავი ამოწურა და წასვლას აპირებს.
ერნანდესი მადრიდის „ატლეტიკოს’’ აღზრდილია. ის ამბობს, რომ „რეალში’’ დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გააჩნია ვინ ჩაუდგება მადრიდელებს სათავეში. სანამ „თეთრებს” კარლო ანჩელოტი წვრთნით, თეოს „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ დაბრუნება გამორიცხულია. თავის დროზე იტალიელმა მწვრთნელმა ფერნანდესი ცივად მოიშორა თავიდან. იმავეს თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში თუკი „რეალის’’ თავკაცი ზინედინ ზიდანი გახდება. ერნანდესს ფრანგული ფეხბურთისა და „რეალის’’ ლეგენდასთან კონფლიქტი ჰქონდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
