კევინ დე ბრუინი შესაძლოა გადავიდეს კლუბში, რომელსაც… ისტორიაში ერთი მატჩიც არ გაუმართავს. დიდი შანსია „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავმა, პრემიერლიგის ექვსგზის ჩემპიონმა ბელგიელმა ნახევარმცველმა MLS-ისკენ, კერძოდ „სან დიეგოსკენ’’ დაიჭიროს გეზი.
„სიტის’’ 33 წლის ლეგენდას „ქალაქელებთან’’ კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ამბობენ, რომ ის მანჩესტერელთა ახალი წინადადების მოსასმენად მზად არის, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კერძოდ, მას საუდელთა პრო-ლიგიდან აქვს მდიდრული შეთავაზება.
და მაინც, როგორც ჟურნალი The Athletic წერს, ჯერჯერობით ყველაზე რეალური დე ბრუინის სან დიეგოში გამგზავრებაა. არადა ეს ხდება მაშინ, როდესაც ვეტერანმა პეპ გვარდიოლას თერთმეტეულში ადგილი დაიბრუნა.
დე ბრუინმა გასულ შაბათს „ვესტ ჰემთან’’ 4:1 გამარჯვებაში საგოლე პასი მიითვალა. მან მთელი 90 წუთი ითამაშა.
ზაფხულში, როდესაც ვეტერანს „სიტიდან’’ წასვლაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ჩემს ასაკში ყველა წინადადებას ყურადღებით უნდა მოუსმინო’’.
შემდეგ მას კრიშტიანუ რონალდუსა და სხვა ვარსკვლავების საუდის არაბეთში გადასვლაზე დაუსვეს კითხვა. ბელგიელმა უპასუხა: „აქ კარიერის ბოლო ეტაპზე ძალიან დიდი ფულის შოვნაზეა ლაპარაკი. ასეთ ვარიანტზე უნდა დაფიქრდე’’.
The Athletic ამბობს, რომ „სან დიეგო’’ დე ბრუინს უკვე ოთხი თვეა ელაპარაკება. ეს კლუბი MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში დაიწყებს მონაწილეობას. მისი პირველი თამაში 23 თებერვალს მოქმედ ჩემპიონ „ლოს ანჯელეს გალაქსისთან’’ შედგება. 1 მარტს კი „სნეპდრაგონ სთედიუმზე’’ პირველ საშინაო შეხვედრასაც გამართავს. მეტოქე იქნება „სენტ ლუის სიტი’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
