საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე ოფიციალური სახელწოდებით „18-წლამდელთა საერთაშორისო სერია“ ირლანდიის ნაკრებთან ზავით დაასრულა – 13:13. ზურაბ ამონაშვილის გუნდმა დასკვნითი მატჩი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლში წვიმასა და აზელილ გაზონზე ირლანდიასთან პირველი ტაიმი უქულოდ დაასრულა, მეტოქეს ორი ლელო დაადებინა (ორივე გარდაუსახავი დარჩა) და შესვევნებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 0:10. მეორე ტაიმი კი, ნორჩმა...
წელი: 2025
ზურიკოს პირველი გოლი
ლიგა 2-ში წარმატებით ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა”, რომელმაც „როდეზს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბიდან წასვლას ითხოვს და ფრანგული პრესის თანახმად გუნდის ხელმძღვანელებთან რთული ურთიერთობა აქვს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 79 წუთი ითამაშა და შეხვედრის მეოთხე გოლიც შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვანეების მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა თქვა: „რაც დღეს ვნახეთ სწორედ ის ფეხბურთია,...
ჟორჟი იწყებს და იგებს
ფრანგული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემებისა და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვის მიუხედავად „ლიონმა’’ ლანსში შთამბეჭდავად ითამაშა და ჟორჟ მიქაუტაძის მიერ პირველი ტაიმის წამატებულ წუთებში გატანილი გოლით მოიგო. შეხვედრას რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავდა. მიქაუტაძის გარდა თავი გამოიჩინეს საგოლე პასის ავტორმა მალიკ ფოფანამ და მეკარე რემი დეკამპმა. საიტმა maxifoot შეხვედრა 6.5 ქულით შეაფასა. პორტალი წერს, რომ...
კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში. ჩემპიონი „შტურმი“ „რიდს“ სტუმრობს. ჩვენიანის გუნდი აგებდა, მაგრამ კიტეიშვილის უზუსტესი დარტყმით ანგარიში გათანაბრდა. ოთარის გოლი ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა, თუმც დარღვევა ვერ აღმოაჩინა… კიტეიშვილის გოლს „შტურმმა“ მალევე მეორე მიაყოლა, ტაიმის ბოლოსკენ კი ოთარმა დუბლიც შეასრულა კიტეი
ჟორჟმა გოლით დაიწყო
საფრანგეთის ჩემპიონატი ლიონის ჩვენიანმა ჟორჟ მიქაუტაძემ გოლით დაიწო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი, რომელიც სადღეისოდ ჩინებულ სპორტულ ფორმაშია და მოსამზადებელ პერიოდშიც რამდენიმე გოლით გამოიჩინა თავი, ლენსთან პირველი ტურის მატჩს, ცხადია, ძირითად შემადგენლობაში შეხვდა და ახალი სეზონის დაწყება გოლით აღნიშნა – ტაიმის ბოლოს დასწრებაზე ითამაშა და ფოფანას პასი ზუსტი გოლით დაუფასა. პირველი ტაიმის შემდეგ ლიონი ლენს სტუმრად 1:0...
ვინ ცრუობს, რაიოლა თუ პსჟ?
– „პარი სენ ჟერმენი’’ სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა, ჯიჯოს კი ისე უნდოდა დარჩენა, რომ გადავწყვიტეთ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმებოდით. მერე კლუბმა თამაშის წესები შეცვალა. მაშინ ჩვენ მოლაპარაკებები შევწყვიტეთ და შევუთანხმდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე შევხვდებოდით ერთმანეთს… როდესაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ისევ მივუსხედით მაგიდას, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობები არ შეიცვლებოდა, მე კი...
ლივერპულმა მოიგო, ალისონმა ორი გაუშვა
„ლივერპულმა’’, სადაც გიორგი მამარდაშვილს ჯერჯერობით სათადარიგო მეკარედ განიხილავენ, ტიტულის დაცვა დაიწყო: ფედერიკო კიეზას და მოჰამედ სალაჰის მიერ შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლების წყალობით წონასწორობა (2:2) დაირღვა და მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. იტალიელი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, 88-ე კი შეაგდო. მსაჯის წამატებულ წუთებში ეგვიპტელმაც გამოიჩინა თავი. ასე დასრულდა მატჩი, რომელშიც მერსისაიდელებმა თავიდან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. ანგარიში პირველ...
ბიჭი ლა როშელიდან…
ახლახან ფრანგულ პრესაში 23 წლის ქართველი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენ კი გადმოვაქართულეთ და აქვე გთავაზობთ… „ქართველი მორაგბე და ფრანგული ელიტისთვის კარგად ნაცნობი დავით ნინიაშვილი „ლიონის“ შემდეგ საზღვაო ქალაქის რიგებს შეუერთდა. 23 წლის უკანახაზელი „ლა როშელში“ მისი ჩასვლისა და იმ ახალი ამბიციების შესახებ გვიყვება, რომელიც ამ გამოწვევას ახლავს თან. მრავალფუნქციური და შემოქმედებითი საქართველოში ხვამლი...
ნაპოლი – უკანალში ეკალი
– „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, – თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, რადგან ის ფაქტობრივად იმეორებს მანტრას, რომ მისი გუნდი სერია A-ს დიდი სამეულისთვის „უკანალში ეკალია’’...
ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2
„პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში კვლავ უჩვეულო სცენის მთავარ გმირად იქცა. მოგეხსენებათ, მან „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ უეფას სუპერთასის შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, დისკვალიფიკაცია კი იმიტომ მიიღო, რომ 13 ივლისს, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის’’ ესპანელ მცველს მარკ კუკურეიას თმაზე მოქაჩა. და აი, „სფურზთან’’ პენალტებით (ძირითადი დრო 2:2) გამარჯვების შემდეგ ნევეში თავად გახდა თმაზე...









