„პარი სენ ჟერმენი’’ „ოსერს’’ შინ რომ მოუგებდა, ყველამ იცოდა. საქმე სხვა რამ იყო. ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მის დაშავებულ ფეხბურთელთა სიას არავინ შემატებოდა და სწორედ ეს ვერ მოახერხა. 35-ე წუთზე ვიტინიამ დატოვა მოედანი, შესვენების შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ ვნახეთ თანაგუნდელთა შორის. პირველი ტაიმის ბოლოს ქართველს ეტყობოდა, რომ რაღაც (სავარაუდოდ მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილი)...
წელი: 2025
ეკიტიკეს რუნი გამოესარჩლა
რამდენიმე დღის წინ ინგლისში, ლივერპულში დიდი ყურადღება მიიპყრო ფრანგი თავდამსხმელის უგო ეკიტიკეს საქციელმა, როდესაც „კარაბაოს თასის” მერვედფინალში „საუთჰემპტონს’’ გამარჯვების გოლი გაუტანა (2:1), სიხარულისგან მაისური გაიხადა, რის გამოც მეორე ყვითელი მიიღო და თანაგუნდელები რიცხოვრივ უმცირესობაში დატოვა. ეკიტიკეს, რომელიც „ლივერპულში’’ ახალი გადასულია, ამის გამო სულელი უწოდეს. მას გაუწყრა მერსისაიდელთა ჰოლანდიელი მწვრთნელი არნე სლოტიც. მოგვიანებით 23 წლის თავდამსხმელმა...
პსჟ-სთან ჟოან გარსია და რაფინია ვერ ითამაშებენ
რაღა დარჩა ოთხშაბათამდე, როდესაც „მონჟუიკზე’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბარსელონამ’’ „პარი სენჟერმენს’’ უნდა უმასპინძლოს. როგორც ესპანური ასევე ფრანგული პრესა ცდილობს მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ყოველდღე მიაწოდოს გულშემატკივარს და აი, როგორც ცნობილი გახდა, „ბლაუგრანას’’ შეიძლება მეკარე ჟოან გარსია და რაფინია ვერ დაეხმარონ. 24 წლის გარსია პარასკევს ვარჯიშზე დაშავებულა. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად მძიმეა ტრავმა,...
დემბელეს იალამისთვის 321 ქულით გაუსწრია!
აქ საკამათო აღარაფერია. „ფრანს ფუტბოლის’’ 69-ე დაჯილდოების ოფიციალურმა მაუწყებელმა „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა გამოკითხვის საბოლოო სია ქულებით და გაირკვა, რომ ოსმან დემბელეს ლამინ იამალისთვის 321 ქულით გაუსწრია. შედარებისთვის: შარშან როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა. საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავს ფიფას რეიტინგის 100 ტოპ ქვეყნის (საქართველო 68-ე ადგილზეა) 100 ჟურნალისტიდან 73-მა პირველი ადგილი არგუნა. ბარსელონელი...
ქორწილია! ქორწილი!
„ვალენსიას’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი სანტიაგო კანისარესი ბედნიერია, ის მესამედ ქორწინდება. ამჯერად მისი ცოლი გახდება ქალი სახელად ნოემი, რომელიც წარსულში ცნობილმა მეკარემ ოთხი თვის წინ გაიცნო. ეს ამბავი რადიოპოდკასტ El Partido de COPE-ში თავად კანისარესმა მოყვა. ქორწილი 14 ნოემბერს არის დანიშნული. „არ გვინდა დრო დავკარგოთ. გვსურს რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, ― თქვა ვეტერანმა, რომელიც...
ახლოვდება ბარსა vs პსჟ
„პარი სენ ჟერმენსა’’ და „ბარსელონას’’ შორის სეზონის პირველი დაპირისპირება ორშაბათს პარიზში, „შატლეს’’ თეატრში გაიმართა: „ფრანს ფუტბოლის’’ „ოქროს ბურთი’’ პსჟ-ს ვარსკვლავ ოსმან დემბელეს გადაეცა. მისი კონკურენტი „ბარსას’’ შემტევი ლამინ იამალი გახლდათ. როგორი იქნება მომდევნო დაპირისპირება? ესპანეთში სპორტში ძალმომრეობოს, რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ეროვნული კომისიის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გუნდებს შორის მოახლოებული ჩემპიონთალიგური დაპირისპირება მაღალი რისკის ღონისძიებების რანგში გაიყვანა....
სლოტი: იყო პოზიტივიც, მამარდაშვილმა კარგად ითამაშა
რა ცოტა ჰყოფნით ადამიანებს, თვით „ლივერპულის’’ გულშემატკივრებსაც კი. „საუთჰემპტონთან’’ ლიგის თასზე ჩატარებული პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა ინსტაგრამზე დაწერა: „პირველი ოფიციალური თამაში „ლივერპულში’’. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის’’. ქართველი მეკარის ეს სიტყვები „ლივერპულთან’’ დაკავშირებულ ბევრ პორტალზე დიდი კმაყოფილებით გადაბეჭდეს. შეხვედრა მამარდაშვილმა მართლაც ჩინებულად ჩაატარა. ის ლივერპულელთა საყვარელი...
ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება გაუხსენეს
არგუმენტებიც ნაცნობია და რიტორიკაც იგივეა, ამ ტიპის საქმეებში ბრალდებულები რომ იყენებენ: გადაცემაში სახელწოდებით Clique აჩვენეს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხებს სცემს. აგვისტოს დასაწყისში ნანტერის პროკურატურამ ო-დე-სენის სასამართლოს სისხლის სამართლის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით განეხილა საქმე გაუპატიურების შესახებ. სავარაუდო დანაშაული 2023 წლის თებერვალში მოხდა. 2023 წლის მარტში 24 წლის...
სულელური საქციელი
ფრანგმა უგო ეკიტიკემ „ლივერპულს’’ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ მწვრთნელიც გააბრაზა. ეს ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრის 85-ე წუთზე მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია შედარებით იოლი დარტყმით დაასრულა, შემდეგ კი მაისური გაიხადა და ტრიბუნას თავისი ნომერსა და გვარზე მიუთითა. საფინალო სასტვენამდე 5-10 წუთით ადრე ასეთ საქციელში კატასტროფული არაფერი იქნებოდა 53-ე წუთზე მიღებული პირველი ყვითელი ბარათი რომ არა....
მამარდას დებიუტი
„ლივერულმა’’ „საუთჰემპტონს’’ შინ ინგლისის ლიგის ანუ „კარაბაოს’’ თასზე 2:1 მოუგო. ეს გახლდათ გიორგი მამარდაშვილის პირველი ოფიციალური მატჩი ახალი კლუბის შემადგენლობაში. ქართველმა მეკარემ კარგად ითამაშა, იყო უკიდურესად მობილიზებული და მონდომებული. გთავაზობთ, ორიოდ შეფასებას. Liverpoolecho: გიორგი მამარდაშვილი – 7. „შეხვედრის დასაწყისში ადამ არმსტრონგის დარტყმული ძალიან კარგად მოიგერია და საერთოდაც საკუთარ თავში დარწმუნებული მეკარე ჩანს. ფეხით პასების განაწილება...









