„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის ნასირ ალ-ხელაიფისთვის, რომელიც როგორც ბიზნესმენი მეტი თამაშისა და გადატვირთული კალენდრის მომხრეა. ფაქტი ჯიუტია: ოთხშაბათს „ბარსელონასთან’’ შეხვედრის...
წელი: 2025
ოდნავ ოპტიმისტური ცნობა ხვიჩას შესახებ
ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირებამდე ერთი დღეღა დარჩა. პარიზელებს ბევრი დაშავებული ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთა შორისაა ხვიჩა კვარაცხელია. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ქართველი გარემარბის შესახებ ფრანგულ მედიაში დაიწერა შედარებით ოპტიმისტურია: კვარაცხელიას თამაში ჯერჯერობით კვლავ ეჭვქვეშაა. გარემარბმა, რომელიც შაბათს „ოსერთან’’ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ორშაბათს თანაგუნდელებთან ერთად ვერ ივარჯიშა, მაგრამ მედპერსონალის გადაწყვეტილებით ის ესპანეთში...
აბდალას გოლი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს. „იბერია“ კი „გარეჯს“ შინ 18 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმართა კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა. ეს „გარეჯის“...
დონარუმას ყველა თანაგუნდელისთვის წერილი გაუგზავნია
„მანჩესტერ სიტის’’ 26 წლის იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ფრანგულ „ეკიპს’’ ელაპარაკა. „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა კარის მცველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უკლებლივ ყველა თანაგუნდელს წერილი მისწერა. „…დიახ ყველა თანაგუნდელს მივწერე, რომელშიც მათ იმ ფანტასტიკური თავგადასავლისთვის მადლობა გადავუხადე. წერილი რამდენიმე ენაზე დავწერე, ყველას რომ გაეგო. მასში გადმოცემული იყო ის, რასაც...
პარიზელ ფეხბურთელებს მასობრივად ეშინიათ
ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, მარკინიოსი, ოსმან დემბელე… ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან’’ დუელისთვის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. მათი ნაწილი შესაძლოა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რამდენად გაუძლებენ დიდ მატჩს 90 წუთის განმავლობაში, არავინ იცის. პარიზელთა ესპანელ თავკაცს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. ამასობაში „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა წერილი სადაც აღწერა თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა გუნდში. გაზეთი ამტკიცებს,...
ნაპოლის პირველი მარცხი
სერია A-ში „მილანი’’ გალიდერდა. ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა „როსონერიმ’’ შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. 57-ე წუთზე მილანელებს ჯოვანი დი ლორენცოს წაქცევისთვის ეკვადორელი მცველი პერვის ესტუპინანი გაუძევეს. ამ ეპიზოდში მასპინძლები პენალტითაც დასაჯეს. თერთმეტმეტრიანი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, თუმცა „აძურიმ’’ მეტი ვეღარ შეძლო. დე ბრუინი ანტონიო კონტემ 72-ე...
ითამაშებს კვარაცხელია ბარსელონაში?
„პარი სენ ჟერმენი’’ ოთხშაბათს „ბარსელონას’’ სტუმრობს, დაშავებულ ფეხბურთელთა სია კი შემაშფოთებლად გრძელი აქვს. მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მარკინიოსს, ოსმან დემბელეს, დეზირე დუეს, ჟოაო ნევეშსა და ფაბიან რუისს „ოსერთან’’ შეხვედრის პირველსავე ტაიმში ვიტინია და ხვიჩა კვარაცხელია დაემატნენ. არადა, პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სიფრთხილის უკიდურესი ზომები მიიღო და ხსენებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა აშრაფ ჰაკიმი,...
ვიტინიას უცნაური გასვლა
„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ოსერის’’ შეხვედრის 35-ე წუთზე მეტად უჩვეულო სცენის მოწმენი გავხდით: ვიტინია, რომელმაც ორიოდ წუთით ადრე ილია ზაბარნის ჩინებული პასით გოლი გაატანინა შეცვალეს. მოედნის კიდესთან ლუის ენრიკეს ასისტენტი რაფაელ პოლი იდგა და პორტუგალიელს სწორედ მან უხმო. ტელეეკრანზე კარგად ჩანდა, რომ ვიტინია დაღვრემილი ტოვებდა მოედანს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის ახსნა-განმარტებას ითხოვდა. მანამდე ვიტინია პარიზელთა მრავალრიცხოვანი...
ტოტენჰემი კი უკვე ჩასაფრებულია
როგორც სატრანსფერო საქმეებში გარკვეული ესპანური პორტალი Fichajes წერს, „ვილიარეალში’’ ახალგადასული ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირებას მალე „ტოტენჰემ ჰოთსფური’’ შეეცდება. ჩრდილოლონდონური კლუბი ჯერ კიდევ დააკვირდება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს და თუ შთაბეჭდილება არ წაუხდება ზაფხულში „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს. მიქაუტაძემ სახელი „ლიონში’’ გაითქვა, სადაც 47 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მის პოტენციალს ყურადღება ბევრმა კლუბმა მიაქცია. სატრანსფერო...
ვილიარეალმა ისევ მოიგო
„ვილიარეალმა’’ „ბილბაო’’ 1:0 დაამარცხა და ლა ლიგაში შინ, „ესტადიო დე ლა კერამიკაზე’’ მიჯრით მოგების რაოდენობა რვამდე გაზარდა. ჟორჟ მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ გაიტანა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელმა მარსელინომ მიქაუტაძის შემცვლელზე კანადელ ტანიტოლუვა ოლუვასეიზეც ილაპარაკა, მისი მოედანზე შეშვების მიზეზები განმარტა: „ტანი...









