წელი: 2025

Home 2025
ვილის სია
ჩანაწერი

ვილის სია

11 და 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს ესპანეთთან და თურქეთთან. ამ მატჩებისთვის ჩვენები 6 ოქტომბრს ალიკანტეში შეიკრიბებიან, ესპანეთთან შეხვედრა ქალაქ ელჩეში 11 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება. შემდეგ ნაკრები თურქეთში გადაინაცვლებს და 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს  დაუპირისპირდება – ეს შეხვედრაც 22:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩებისთვის ვილი სანიოლმა შემადგენლობა დღეს დაასახელა:...

ჰანსი ფლიკი: ჩვენ პსჟ-ს დონეზე ჯერ არ ვართ
ჩანაწერი

ჰანსი ფლიკი: ჩვენ პსჟ-ს დონეზე ჯერ არ ვართ

„შეიძლებოდა გაცილებით უარესიც ყოფილიყო’’, ― თქვა კატალონიური TV3-ცნობილმა წამყვანმა ვიქტორ პატსიმ, ― პარიზელებო, თქვენ დიდებული გუნდი გყავთ. მხოლოდ 1:2 წავაგეთ და ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ. „პარი სენ ჟერმენი’’ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან გუნდთაგანია, რომელმაც ბოლო ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „ბარსა’’ დაჩაგრა. დაუჯერებელია’’. იმ ვეტერანი ჟურნალისტის სიტყვები, რომელიც „ბლაუგრანას’’ თამაშს 1990-იანი წლებიდან, იოჰან კრუიფის ეპოქიდან აშუქებს...

შხამიანი ჟორჟი
ჩანაწერი

შხამიანი ჟორჟი

„მან იცის შხამიანი კბენა. გაიტანა და კიდევ შეძლო. საჯარიმოში არ ორჭოფობს. მეორე ტაიმი პირველზე უარესი გამოუვიდა’’, ― ასე დაახასიათა ჟორჟ მიქაუტაძე AS-მა წერილში, რომელიც „ვილიარეალის’’ ფეხბურთელებს მიეძღვნა: ესპანურმა გუნდმა „იუვენტუსთან’’ 2:2 ითამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა. 36 გუნდიან ცხრილში, რომელსაც „ბაიერნი’’ ლიდერობს „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ 26-ე ადგილზეა. მასპინძლები პირველი ტაიმის...

ბომბარდირს ჩემპიონთა ლიგაშიც გააქვს [ვიდეო]
ჩანაწერი

ბომბარდირს ჩემპიონთა ლიგაშიც გააქვს [ვიდეო]

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ვილიარეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში ესპანელებმა გახსნეს – გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიოინთა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.  

ბასილაშვილი ნოლემდე არ მიუშვეს
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნოლემდე არ მიუშვეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე მასტერსს ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა. ჩვენებურმა 36 წლის ხორვატ ვეტერან მარინ ჩილიჩთან 3:6; 6:7 წააგო. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ბასილაშვილს პირველივე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და შემდეგში ამის შანსი არც მისცემია. თავის მხრივ, ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა ჩილიჩს, ისიც პირველი სეტის მეორე გეიმში, რომელიც გამოიყენა და არათუ სეტის, არამედ...

ფეხბურთში მწვანე ბარათიც აფრიალდა
ჩანაწერი

ფეხბურთში მწვანე ბარათიც აფრიალდა

ვინ წარმოიდგენდა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მაროკოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის ისტორიაში შევიდოდა? შეჯიბრება ჩილეში მიმდინარეობს, 27 სექტემბერს დაიწყო და 19 ოქტომბერს დამთავრდება. ზემოხსენებული თამაში ისტორიაში პლასტმასის მართკუთხა ბარათის წყალობით შევიდა. წითელი და ყვითელი ბარათების შესახებ ხომ ყველას გვსმენია და ჩილეში მწვანე ბარათიც აფრიალდა. ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველად მაროკოელ და ესპანელ ახალგაზრდათა შეხვედრაში მოხდა....

გამარჯვება დეტალებში იმალება
ჩანაწერი

გამარჯვება დეტალებში იმალება

გუშინ, ცენტრალური ევროპის დროით საღამოს 9 საათზე „პარი სენ ჟერმენმა’’ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე, „მონჟუიკზე’’ ივარჯიშა. ესპანური პრესა წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდს აკლდა ოთხი წამყვანი ფეხბურთელი, ხოლო კიდევ სამის ამბავი გაურკვეველია. პრეს-კონფერენციაზე ასტურიელმა მწვრთნელმა ვინ მოთვლის მერამდენედ გამოხატა თავისი სიყვარული „ბარსელონას’’ მიმართ. თქვა, რომ ის გუნდის რიგითი გულშემატკივარია, აღფრთოვანებით ილაპარაკა „ბლაუგრანას’’ ნახევარმცველზე პედრიზე, რომელსაც ჰარი...

როგორც მოსალოდნელი იყო
ჩანაწერი

როგორც მოსალოდნელი იყო

შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრების მეკარეს შანსი ალისონ ბეკერის ტრავმის წყალობით გამოუჩნდა. სხვა შემთხვევაში ამთავითვე ლეგენდად გამოცხადებულ ბრაზილიელს არავინ შეცვლიდა და გიორგის ინგლისის რომელიმე თასის მორიგი შეხვედრის ლოდინი მოუწევდა. მამარდაშვილის დებიუტი შედგა იმ შეხვედრაში, რომელიც მერსისაიდელებმა წააგეს – სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ (0:1) – და რომელშიც საკუთარი მცველების მიერ მიგორებული ბურთების...

კვაჭთა უქმეები
ჩანაწერი

კვაჭთა უქმეები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა...

ბასილაშვილი შანხაის ძირითადშია
ჩანაწერი

ბასილაშვილი შანხაის ძირითადშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრესტიჟლი ტურნირის, შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა. ჩვენებურმა ჯერ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ვისთანაც რამდენიმე დღის წინ ასევე ჩინეთში ჩელენჯერზე დამარცხდა. ამჯერად კი, ავსტრალიელს სამ სეტში – 4:6; 6:3; 6:1 აჯობა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. ძირითად ბადემდე ამერიკელი ელიოტ სპიცირის დამარცხება იყო საჭირო და ბასილაშვილმა ეს...