წელი: 2025

Home 2025
ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო
ჩანაწერი

ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო

„ამ შეხვედრაში ბურთს ბევრჯერ არ შეხებია, მაგრამ ერთი საუცხოო მოქმედებით მისი ბედი გადაწყვიტა. მიქაუტაძემ წამოიწყო გარღვევა მარჯვნიდან, გასცდა კარმონას და საგოლე პასი მიაწოდა სოლომონს’’, ― წერს AS ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც „სევილიაში’’ მწვრთნელმა მარსელინომ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა. 84-ე წუთზე ჩაერთო საქმეში ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონიც, ხოლო გოლი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ამ ორმა ფეხბურთელმა...

ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა
ჩანაწერი

ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, თუმცა, პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში კონტინენტის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურა. მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა: ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს, რასაც გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო მოჰყვა, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს. შესვენების...

გამარჯვება 14 წლის შემდეგ
ჩანაწერი

გამარჯვება 14 წლის შემდეგ

„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს. „მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს...

იამალის მამა გამძვინვარდა
ჩანაწერი

იამალის მამა გამძვინვარდა

2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...

… ის არის დემბელე!
ჩანაწერი

… ის არის დემბელე!

პარიზის შატლის თეატრში 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა რონალდინიომ გამოაცხადა და… უსმან დემბელე თქვა მან… გასული სეზონში დემბელეს, ანუ პსჟ-ს მოგებულ ტიტულებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე მან 35 გოლი გაიტანა. „ფრანს ფუტბოლმა“ გამარჯვებულის სახელი ისე გულმოდგინედ შეინახა, დიდი ბრაზილიელის სიტყვებამდე დაბეჯითებით ვერავინ თქვა, ვინ მიიღებდა ამ ძვირფასს ჯილდოს. თავად რონალდინიომაც,...

ხვიჩა მეთორმეტეა!
ჩანაწერი

ხვიჩა მეთორმეტეა!

სულ რამდენიმე წუთის წინ ფრანს ფუტბოლმა ოქროს ბურთზე ნომინირებული ფეხბურთელების გამოცხადება დაიწყო და ვიდრე ოფიციალური ცერემონიალი დაიწყება ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზე დასახელდა! მისი თანაგუნდელებიდან – ფაბიან რუიზი 24-ე არის, ჟოაო ნევეში მე-19, დეზირე დუე მე-14… უცილებლად ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის შარშაწინაც იყო და მაშინ მას მე-17 ადგილი ერგო. შეგახსენებთ, საქართველოდან...

შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4
ჩანაწერი

შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4

საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა… ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა...

პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი
ჩანაწერი

პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი

დღეს პარიზი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უკვე მეორედაა ნომინირებული საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. რას გადააწყდებით მანჰეტენზე კვარტლებში, მილანში კიბეებზე, მოსკოვში ფიცარნაგებსა და პარიზში ქვაფენილზეო, თუ გვკითხეს, ვიცოდეთ, პასუხი თეატრია: ბროდვეი, ლა სკალა, ნა დოსკახ… მაგრამ პარიზი სხვაა, ის ხომ სიყვარულის გარდა თეატრების ქალაქიცაა – პალე როიალი, ოპერა გარნიე, კომედი...

ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
ჩანაწერი

ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი

„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ​იკამათეს. „ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’...

როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში
ჩანაწერი

როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში

„მარსელისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში გადაიდო. ადგილობრივი პრეფექტურის სამსახურები წინა დღიდან აკვირდებოდნენ საგანგაშო სიგნალებს: ნარინჯისფერი განგაში, ძლიერი წვიმა, მეხი, ქალაქის დატბორვისა და მოულოდნელი ღვარცოფების რისკი. მარსელელები იმედოვნებდნენ, რომ ანდაზისა არ იყოს ისე არიწვიმებდა როგორც ქუხდა და „ველოდრომიც’’ მზად იყო 65 000 მაყურებლის მისაღებად, მაგრამ 14 საათზე, როდესაც პირველმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიდამოებში შეგროვება დაიწყეს, გუნდები კი...