ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე 250-იანი ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა. ჩვენებური ტურნირის პირველ ჩოგანთან, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან 3:6; 3:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩენდუში ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო: საკვალიფიკაციოში იაპონელი საკამოტო (6:2; 3:6; 6:1) და ავსტრალიელი ტომიჩი (2:6; 7:5; 7:5) დაამარცხა, ხოლო ძირითად ბადეში ბრიტანელ ჰარისს (7:6; 6:3), ამერიკელ მაკდონალდი (6:2; 7:5) მიაყოლა.
წელი: 2025
მარსელი-პსჟ ხვალისთვის გადაიდო! კი მაგრამ ოქროს ბურთი?
ფრანგული მედია რამდენიმე დღეა აცხადებდა, რომ ბუშ-დიუ-რონის თავს დატეხილი ავდრის გამო დღევანდელი შეხვედრა „მარსელსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის საფრთხის ქვეშ იდგა და აი, რეგიონის პრეფექტის გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო. ის ხვალ, საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხვალ ზუსტად იმავე დროს პარიზში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან მას დაესწრებიან დაშავებულები ოსმან...
როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?
ოსმან დემბელე თუ ლამინ იამალი? აშრაფ ჰაკიმი თუ რაფინია? „ოქროს ბურთით’’ დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორები ინტრიგის შენარჩუნებას ბოლომდე აპირებენ. ვითარება ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ბოლო წლებში მიეჩვია: გამარჯვებულის ვინაობა კი არა, ხანდახან უკვე ქულების მიხედვით დალაგებული ნომინანტთა ოცდაათკაციანი სია ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. შოუს გადასარჩენად და გამარჯვებულ-დამარცხებულთა ბუნებრივი ემოციების შესანარჩუნებლად „ფრანს ფუტბოლმა’’ გასულ წელს...
გოცირიძის დუბლი და 300
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა… „იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩა. გორელებმა შინ „სამგურალს“ 2:1 მოუგეს. საინტერესოა, რომ „დილამ“ ბოლო 11 მატჩიდან ათჯერ გაიმარჯვა. წყალტუბოელები...
ნერეში წუთებს ითხოვს
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „პიზას’’ უმასპინძლებს. „აძურიმ’’ ბოლო შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო და ახლა მოგება სწყურია. ანტონიო კონტემ ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა შემადგენლობა შეიძლება გადაახალისოს. ლაპარაკია იმაზე, რომ 14 აპრილის(!) შემდეგ მოედანს შეიძლება ბრაზილიელი დავიდ ნერეში დაუბრუნდეს. ის ტრავმის გამო ჩამოშორდა მოედანს და 2025 წელს გუნდის წარმატებებში წვლილი დიდად არ შეუტანია. ნეაპოლური პრესა წერს,...
მიქაუტაძის თავური გოლი
„ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში შინ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ თავიდან ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, მერე კი ბედი სათავისოდ შემოატრიალა. ამ დღეს „ოსასუნას’’ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გახლდათ. მან თავიდანვე შექმნა მომენტები. პირველი სახიფათო ეპიზოდი მაშინ შეიქმნა, როდესაც ქართველი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ისიდრო დიასმა თამაშის გაგრძელება...
ხომ არ ჩაიშლება პსჟ-ს თამაში?
ხვალ დიდი მატჩია, „მარსელი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს, „პარიზიენში’’ კი უცნაური წერილი დაიწერა: ჩაიშლება ფრანგული კლასიკო? – კითხულობს ფრანგული გაზეთი. პირველი, რასაც მკითხველი იფიქრებს გუნდების გულშემატკივართა მტრობაა. მარსელელი ქომაგები დედაქალაქელთა გუნდისადმი ავი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ თურმე ამჯერად მიზეზი სულ სხვაა: ზღვისპირა ქალაქში ავდარია გამოცხადებული. პროგნოზის თანახმად დღეს, შაბათს და ორშაბათს მარსელში მზიანი დარი იქნება, აი,...
ზიდანი ალჟირის ნაკრებში!
ახდა მილიონობით ალჟირელი ქომაგის ოცნება: ზიდანი მათი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, თუმცა ბუნებრივია ის ვერაფრით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ზენედინი. ლაპარაკია მის ვაჟზე, 27 წლის მეკარეზე ლუკა ზიდანზე, რომელსაც ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს და ვერც ექნება, მაგრამ თავად ცნობამ ფეხბურთის მოყვარულები ააფორიაქა. ამ დღეებში გაისმის კითხვა: როდის...
18 წლის ჩემპიონი
ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის სპორტსმენმა ოთხი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ლოლუამ მერვედფინალში ჩინელი ჰუოინ ში 9:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ დენის ფლორინ მიჰაისი 3:2 დაჯაბნა, ნახევარფინალში თურქ მუჰამეთ ემინ ჩაკირთან ჭიდაობა 2:2 კი დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის წყალობით აჯობა. ფინალში ლოლუას მეტოქე ირანელი...
ბუდუ 18 ოქტომბრამდე დაისვენებს
ბუდუ ზივძივაძეს „დორტმუნდთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი თავდამსხმელი ბუნდესლიგას 18 ოქტომბრამდე დაემშვიდობა. იქამდე ის გამოტოვებს მატჩებს „ჰამბურგთან“, „აუგსბურგთან“ და „შტუტგარტთან“. შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე „ჰაიდენჰაიმი“ „დორტმუნდს“ მასპინძლობდა. ბუდუმ კი ბურთზე თამაში წამით დააგვიანა და ფელიქს ნმეჩას გაშლილი ფეხი წვივში უთავაზა. ფელიკს ცვაიერმა ბუდუ მოედნიდან უყოყმანოდ დაითხოვა. ვთქვათ ისიც, რომ 31 წლის...









