ბუდუ ზივძივაძეს „დორტმუნდთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
„ჰაიდენჰაიმის“ ქართველი თავდამსხმელი ბუნდესლიგას 18 ოქტომბრამდე დაემშვიდობა. იქამდე ის გამოტოვებს მატჩებს „ჰამბურგთან“, „აუგსბურგთან“ და „შტუტგარტთან“.
შეგახსენებთ, გასულ უქმეებზე „ჰაიდენჰაიმი“ „დორტმუნდს“ მასპინძლობდა. ბუდუმ კი ბურთზე თამაში წამით დააგვიანა და ფელიქს ნმეჩას გაშლილი ფეხი წვივში უთავაზა. ფელიკს ცვაიერმა ბუდუ მოედნიდან უყოყმანოდ დაითხოვა.
ვთქვათ ისიც, რომ 31 წლის ბუდუსთვის ეს პროფესიონალურ კარიერაში პირველი წითელი ბარათია.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
