18 წლის ჩემპიონი

Home კატეგორიის გარეშე 18 წლის ჩემპიონი
18 წლის ჩემპიონი

18 წლის ტრიუმფატორი - ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია - Crystalsportვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის სპორტსმენმა ოთხი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა.

ლოლუამ მერვედფინალში ჩინელი ჰუოინ ში 9:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ დენის ფლორინ მიჰაისი 3:2 დაჯაბნა, ნახევარფინალში თურქ მუჰამეთ ემინ ჩაკირთან ჭიდაობა 2:2 კი დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის წყალობით აჯობა.

ფინალში ლოლუას მეტოქე ირანელი პაიამ ფრზად აჰმადი ბალოოტაკი იყო. პირველი პერიოდი ლოლუამ 3:0 მოიგო, მაგრამ, ამის შემდეგ ირანელი გააქტიურდა და ლოლუა 5:7 ჩამორჩა. 18 წლის ქართველი მოჭიდავე არ გატყდა, დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 9:7 იმარჯვა.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი იჭიდავებს: ამირან შავაძე (60 კგ.) და გიორგი მელია (97).

მათ გარდა ტურნირში კიდევ სამი ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება: ლერი აბულაძე (63) რუს სერგეი ემელინს შეხვდება; ჯონი ხეცურიანის (67) მეტოქე რუსი დანიალ აგაევი იქნება, ლაშა გობაძეს (87) კი, მეტოქედ ყაზახ ისლამ ევლოევი ერგო.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.