ჩემპიონთა ლიგა: პირველი ტურის ბოლო დღე

Home კატეგორიის გარეშე ჩემპიონთა ლიგა: პირველი ტურის ბოლო დღე
ჩემპიონთა ლიგა: პირველი ტურის ბოლო დღე

მარკუს რაშფორდის პირველი გაბრწყინება „ბარსელონას’’ შემადგენლობაში… ერლინგ ჰოლანდმა ახი ნიშნული გადალახა… გრიმალდოს დაუჯერებელი კვირა აქვს – ჯარიმა ჯარიმაზე გააქვს… ჯამში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე დღეც საინტერესო გამოდგა.

Marcus Rashford left winger of Barcelona and England and Kieran Trippier right-back of Newcastle and England compete for the ball during the UEFA...„ბარსა’’ ნიუკასლს ესტუმრა, რაშფორდი კი ეტყობა ინგლისურ ჰავას იყო მონატრებული ― მშობლიურ გარემოში ორი გოლი გაიტანა. ეს მეორე ტაიმში 58-ე და 67-ე წუთებზე მოხდა. „კაჭკაჭების’’ მიერ 90-ე წუთზე გატანილ ერთ საპასუხო გოლს სტუმრებისთვის რაიმე ხიფათი არ შეუქმნია.

Erling Haaland of Manchester City is fouled by Giovanni Di Lorenzo of Napoli resulting in a red card during the UEFA Champions League 2025/26 League...ჰოლანდს კოჭი კვლავ ალჩუზე აქვს. „ნაპოლისთან’’ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტის’’ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა მეორე უმრწემესი ანუ ყველაზე ახალგაზრდა, ვინც 50 გოლი შეაგდო. პირველი ლეო მესი გახლდათ. საინტერესო ის არის, რომ ჰოლანდს ამ 50 გოლის გასატანად 49 შეხვედრა ეყო. მესის 66 მატჩი დასჭირდა. ამ ეპიზოდში ნეაპოლელთა მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი ვერაფერს გახდა, თუმც შეხვედრის განმავლობაში რამდენჯერმე იხსნა სტუმართა კარი გოლისგან. შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა 21-ე წუთმა, როდესაც ჯოვანი დი ლორენცომ მეკარისკენ პირისპირ მიმავალ ერლინგ ჰოლანდს ფეხი დაუდო,. მსაჯმა ეს ვერ დაინახა, მაგრამ VAR-მა შეამჩნია და მსაჯს მონიტორთან უხმო, რაც საბოლოოდ ნეაპოლელთა კაპიტნის გაძევებით დასრულდა. ამ მომენტის შემყურე ადამიანს შეუძლებელია არ გახსენებოდა „ტოტენჰემ ჰოთსფურისა’’ და „ვილიარეალის’’ შეხვედრა, რომელშიც მეკარესთან პირისპირ შემავალი ჟორჟ მიქაუტაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ლონდონელი მცველი არ გააძევა. „სიტის’’ მეორე გოლი ბელგიელმა ჯერემი დოკუმ 65-ე წუთზე შეაგდო.

Ansu Fati of AS Monaco celebrates 4-1 during the UEFA Champions League match between Club Brugge v AS Monaco at the Jan Breydel Stadium on September...საინტერესოა ისიც, რომ დი ლორენცოს გაძევებამ განაპირობა „ნაპოლის’’ ნახევარდაცვიდან კევინ დე ბრუინის მოხსნა. მოგეხსენებათ, დე ბრუინს „სიტიდან’’ ნეაპოლში გადაბარგების მერე არასრულ სამ თვეში მოუწია „ეტიჰედზე’’ დაბრუნება, ახლა უკვე მეტოქის რანგში. ვაგლახ, ძველ გულშემატკივართან შეხვედრა 26 წუთიანი გამოდგა.

ბრიუგემ’’ შინ გადაუარა „მონაკოს’’: 4:1. სტუმრების დაცვა მთელი შეხვედრის განმავლობაში უკაცრიელ დერეფანს ჰგავდა. მონაკოელთაგან ერთადერთი გოლი „ბარსელონას’’ ოდესღაც ამომავალმა ვარსკვლავმა ანსუ ფატიმ 90+1 წუთზე შეაგდო. ეს იყო ფატის პირველი შეხვედრა ახალ გუნდში, სადაც ის იჯარის წესით გადავიდა. ეს გახლდათ ფატის პირველი გოლი 2023 წლის 9 ნოემბრის მერე.

ესპანელ ალეხანდრო გრიმალდოს კი ჯარიმა ჯარიმაზე გააქვს. გასულ პარასკევს ბუნდესლიგაში მან „ფრანკფურტს’’ ორი გოლი გაუტანა საჯარიმო დარტყმით (3:1), ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში კი „კოპენჰაგენს’’ სტუმრად კვლავ ჯარიმა შეუგდო. საბოლოოდ შეხვედრა რომელსაც მასპინძლები ორჯერ იგებდნენ 2:2 დასრულდა. „ლევერკუზენის’’ მეორე გოლი 90+1 წუთზე გავიდა. ბერძენმა პანტელის ჰატძიდიაკოსმა ბურთი თავისი გუნდის კარში ჩაჭრა.

ზემოთ ნახსენებმა „ფრანკფურტმა’’ „გალათასარაის’’ 5:1 მოუგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.