„ლივერულმა’’ „საუთჰემპტონს’’ შინ ინგლისის ლიგის ანუ „კარაბაოს’’ თასზე 2:1 მოუგო. ეს გახლდათ გიორგი მამარდაშვილის პირველი ოფიციალური მატჩი ახალი კლუბის შემადგენლობაში. ქართველმა მეკარემ კარგად ითამაშა, იყო უკიდურესად მობილიზებული და მონდომებული. გთავაზობთ, ორიოდ შეფასებას.
Liverpoolecho: გიორგი მამარდაშვილი – 7. „შეხვედრის დასაწყისში ადამ არმსტრონგის დარტყმული ძალიან კარგად მოიგერია და საერთოდაც საკუთარ თავში დარწმუნებული მეკარე ჩანს. ფეხით პასების განაწილება ცოტა კიდევ დასახვეწი აქვს, მაგრამ ბოლოს მაღალი ბურთი ისე დაიჭირა, რომ გუნდს წნეხი მოეშვა’’.
Liverpool.com: გიორგი მამარდაშვილი – 7. „ეს იყო „ვალენსიადან’’ „ლივერპულში’’ გადმოსვლის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელშიც საქმეში ჩართვისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია ― ადამ არმსტრონგის დარტყმა თამაშის დასაწყისშივე კარგად მოიგერია. ხელით კარგად თამაშობს, მშვიდია და გაწონასწორებული. იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც ფეხით ცუდი პასი გადააწოდა, რამაც კინაღამ პრობლემა მოიტანა’’.
Flashscore-მა და whoscored-მა მამარდაშვილს 6.9 ქულა დაუწერეს, ხოლო sofascore-მა 7.0.
ამ შეხვედრაში მოხდა ერთი თვალსასეირო ამბავი, რომელმაც ინგლისური მედიის ყურადღება მიიპყრო. ფრანგმა თავდამსხმელმა უგო ეკიტიკემ „ლივერპულის’’ გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს ამბავი მაისურის გახდით აღნიშნა, მაშინ როდესაც ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. შესაბამისად, მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა, პრესაში კი სულელი ეძახეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
