მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ გუნდის მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინს „დეზების” ისტორიაში არგაგონილი კონტრაქტი გაუფორმა და კვირაში 200 ათას გირვანქას უხდის, გუნდში მდგომარეობა აიმღვრა. კრისტიან ერიკსენმა, ტობი ალდერვეირელდმა და დენი როუზმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მათი ჯამაგირი კეინის ხელფასთან მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოდიოდეს. ლევიმ კეინს ახალი ხელშეკრულება ივნისში გაუფორმა, რითაც თავდამსხმელს [...]
ბასილაშვილის ფრანგული დრამა
მსვლელობის მიხედვით ფრანგულ ნიცაში გამართული შეხვედრა დიახაც რომ დრამა იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტრაგედია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კეი ნიშიკორის სამსეტიანი ბრძოლა გაუმართა, გადამწყვეტ სეტში ბრეიკითაც დაწინაურდა, მაგრამ… 3:6, 6:4, 4:6. ნიშიკორის ცალი თვალით ნუ შეხედავთ: ლეგენდარული მაიკლ ჩანგის მოწაფეს კარიერაში 11 ტიტული და 20 მილიონ დოლარზე მეტი უშოვია. ჯერ სლემტიტული ვერ მოინადირა, თუმცა აშშ-ის ღია პირველობის [...]
კაცი, რომელიც როკის ებრძოდა
პირველი შეყრა ათიოდე წლის წინათ, ამერიკულ გაზეთებში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მილანის განთქმულ “ლა სკალაში” როლანდ ლა სტრაზა იმღერებს. კაცი იფიქრებდა, რომ ვინმე გამოჩენილ მომღერალზეა ლაპარაკიო, მაგრამ ოპერის მოყვარულთათვის ეს სახელი უცნობი იყო და იტალიური სცენისკენ დაძრული ამერიკელი დიდად საინტერესო ვინმედ არ ჩანდა. მაგრამ განა ოპერის მოყვარულებმა იცოდნენ, ვინ იყო როლანდ ლა სტრაზა? როლანდ [...]
კლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა
ყველაფერი ან არაფერი – ამ დასახელების სერიალის პირველი სეზონი “ამაზონის” გადამღებმა ჯგუფმა შარშან გადაიღო და იგი “მანჩესტერ სიტიზეა”. ფილმში უხვადაა “ქალაქელთა” კულისებსმიღმა ამბებიც. მთლიანობაში, პროექტი წარმატებული გამოდგა და ამით ფრთაშესხმული ამაზონელებიც “ლივერპულს” მიადგნენ. პიარის თვალსაზრისით მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა მერსისაიდული კლუბის შეფობა, თვით ჯონ ჰენრის თამადობით, თუმც მოულოდნელად საქმეში “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი ჩაერთო – [...]
ჩასათვლელი ქულაც არ შეგვხვდა
ვაჟა მარგველაშვილი წილისყრამ იმთავითვე რთულ ბადეში მოახვედრა. ამის მიუხედავად, მეორე წრეში მის მარცხს მაინც არ ველოდით. პირველ წრეში მალაველი მეტოქის იპონით ძლევის მერე ვაჟას გერმანელი სებასტიან სეიდლი ერგო. სეიდლი მსოფლიოში მხოლოდ მეორმოცეა, მაგრამ კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ აღმოჩნდა მომზადებული. მარგველაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორე წრეში დაასრულა. ქართველის მარცხის შემდეგ უკრაინის სახელით მოასპარეზე ზანთარაიას ქომაგობაზე კი გადავერთეთ, რომელიც [...]
ბაქოს კარი მედლით შევაღეთ
აზერბაიჯანის დედაქალაქში დაწყებულ მსოფლიოს პირველობას იმედთან ერთად გარკვეული სიფრთხილითაც ველოდით. ბოლო პერიოდში ჩვენ ძიუდოში მთლად კარგად ვერაა საქმეები, მაგრამ ბაქოური სტარტი ურიგო არ გამოდგა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინასშვილმა მალაველი ნდამუს, ბულგარელი გერჩიევის, მასპინძელი საფაროვის და ბრაზილიელი ტაკაბაცაკეს ბარიერები ისე დაძლია, ოქროს მედლისთვისაც კი შევემზადეთ. სამწუხაროდ, ნახევარფინალური ბარიერი ამირანისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. რუსეთის სახელით მოასპარეზე [...]
ლორია დინამოში მიბრუნდა
გიორგი ლორია თბილისის „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ლორიამ განაცხადა, რომ სამარის „კრილია სოვეტოვიდან“ საკუთარი ნებით არ წასულა. როგორც იცით, 32 წლის მეკარე რამდენიმე დღის წინ დაშორდა რუსულ კლუბს. „კრილია ჩემი ინიციატივთ არ დამიტოვებია. სამწუხაროდ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. მთელი სულითა და გულით მინდოდა გუნდის დახმარება, მაგრამ… კლუბის პერსონალს დიდ მადლობას ვუხდი. [...]
სუსტებს აქ არაფერი ესაქმებათ
პირველი რაუნდი მორჩა. ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები აღარ დარჩა და 21 სექტემბრიდან მეორე რაუნდის კვარტეტთა კვარტეტში დაძაბული მატჩების ხვედრითი წილი ბევრად მაღალი იქნება. თან, ორგანიზატორების მახვილგონივრული ჩანაფიქრით, ახალი, E, F, G, H-ჯგუფების კომპლექტაცია უკვე ჩატარებული მატჩების განმეორებას გამორიცხავს. მაგალითად, E-ჯგუფში მოხვდნენ: A-ჯგუფის პირველადგილოსანი (იტალია), B-ჯგუფის მეორეადგილოსანი (ჰოლანდია), მესამე ადგილზე გასული ნაკრები C-ჯგუფიდან (რუსეთი) და [...]
მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?
სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა [...]
აი, შედეგი…
იკერ კასილიასი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-20 სეზონს ატარებს. 37 წლისაა და ჩემპიონთა ლიგში უკლებლივ ყველა სეზონი ჩაატარა. აი, 18 წლის რომ იყო და მადრიდის „რეალში“ პირველად ითამაშა, იქიდან მოყოლებული წელიწადი არ ჩაუგდია ლიგის გარეშე. იკერი ახლა „პორტუს“ მეკარეა, „შალკესთან“ მატჩი კი მისთვის ლიგაში 168-ე გამოდგა და ეს უკვე ყველა დროის რეკორდია. კარიერის უდიდესი [...]









