თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
 საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

 საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ხო, ხო, ხო, რა თამაშები, რა გუნდები, რა სტადიონები… არა, ძმაო, ჩვენ მაგთთან რას მივალთ? ვისთან? ემაგათთან, გიგზრივალდოებთან. რათა? ჩვენთანაც შეინიშნება. რა? სწრაფვა მომავლისკენ. შენ რა, პარტიის კრებაზე იყავი? პარტიის კრებაზე კი არა, ბორჯომში ვიყავი. აბა, რა სწრაფვა შეინიშნება? რო უკეთესობა იყოს. კაცო, მე ფეხბურთზე გელაპარაკები, ნავთობზე კი არა. მეც ნავთობზე გელაპარაკები. არა, არა, მე [...]

სულელური პენალტი
ჩანაწერი

სულელური პენალტი

„ბაიერნმა” „ჰერტასთან” ბერლინში 0:2 წააგო. რეკორდმაისტერმა პირველი გოლი პენალტით გაუშვა — ჯერომ ბოატენგი სრულიად უაზროდ გასრიალდა და ნაცვლად იმისა, რომ მეკარის მოგერიებული ბურთისთვის ხაზს იქით წყნარად გადასვლის საშუალება მიეცა, მეტოქე წააქცია. ბოატენგის შეცდომას კრიტიკით გამოეხმაურა გერმანული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ტელეექსპერტი, 51 წლის მათიას ზამერი. „ევროსპორტის” კომენტარში მან თქვა: „ჯერომ ბოატენგი უნდა გაჩერებულიყო. ის ჭარბი მოტივაციით [...]

მარადონა პედერასტ?
ჩანაწერი

მარადონა პედერასტ?

გუშინწინ ბუენოს-აირესიდან ამბავი რომ მოვიდა, ყველას გეცოდინებათ. ითმინა, ითმინა მარიანა ნანისმა და ბოლოს მთელი არგენტინის გასაგონად გადმოანთხია თავისი ეჭვები. ცოლი იმისია, იეჭვიანოსო, იტყვიან ქალაქში. ქმარი კიდევ იმისია, რომ ცოლი აეჭვიანოსო. მაგრამ ქმარიც არის და ქმარიც, როცა ქმარი სხვისი ცოლი გამოდგება, საქმე საძნელოა. ჭეშმარიტად ძნელი დასადგენია და გამოსაკვლევია ეს საქმე. აბა, მესამე კაცი როდის დაესწრება ხოლმე, [...]

არგენტინა გამოძახებულია
ჩანაწერი

არგენტინა გამოძახებულია

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პარასკევს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამხანაგური თამაშებისთვის გამოძახებულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ოქტომბერში „ალბისელესტე” ერაყისა და ბრაზილიის გუნდებს ხვდება. გთავაზობთ სკალონეს სიას: მეკარეები — სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი); მცველები — ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი), ხერმან პესელია (ფიორენტინა), ვალტერ კანემანი (გრემიო), [...]

ბათუმში მეფეებზე ნადირობენ
ჩანაწერი

ბათუმში მეფეებზე ნადირობენ

მაღალფარდოვანი გახსნის ცერემონიალის შემდეგ ბათუმში, ჭადრაკის ოლიმპიადაზე ცხარე საჭადრაკო ბატალიები გაჩაღდა. მასპინძლის სტატუსმა საქართველოს ოლიმპიაზე ვაჟთა და ქალთა სამ-სამი ნაკრების გაყვანის უფლება მისცა და მათგან მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრების აშშ-ს გუნდთან გმირული შერკინება უნდა გამოირჩეს. უამრავი ქებული დიდოსტატისა და პოლიტიკური ფიგურის, სხვა, წარსულში თუ დღეს ცნობილი ადამიანის ბათუმში ყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადის ყველაზე წონიან [...]

დუბლები და დუბლები
ჩანაწერი

დუბლები და დუბლები

ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა. ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ, [...]

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის
ჩანაწერი

ზიზუ ინგლისურის მასწავლებელთან დადის

როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და  „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც, [...]

დებიუტი არგენტინის ნაკრებში
ჩანაწერი

დებიუტი არგენტინის ნაკრებში

„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა. TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს, [...]

გამარჯვება მაინც მოელოცათ
ჩანაწერი

გამარჯვება მაინც მოელოცათ

„ლეგანესმა” რომელიც ახლა „ლა ლიგას” ცხრილში მე-18 ადგილზეა თვით „ბარსელონა” დაამარცხა 2:1. თან, „ბლაუგრანა” მე-12 წუთზე უკვე იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. წარმატებამ პატარა ესპანური გუნდი გაახარა, მაგრამ როგორც მისი მეკარის ივან კუელარის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ჩანს, მისი ფეხბურთელები დიდი მეტოქის დიდი ვარსკვლავების საქციელმა გაანაწყენა კიდეც. „როდესაც მარცხდები გამარჯვებულ გუნდს უნდა მიულოცო. ჩვენთან კი ბარსელონელთაგან [...]

ჩანაწერი

ბარსელონა იცვლება

ახალი ვარიანტი უკვე გახდა განხილვის საგანი. ემბლემიდან გაქრება წარწერა FCB და შიდა შავი ხაზები. როგორც ინიციატორები ამბობენ, ეს ვერსია გაცილებით ერთგვაროვანია, ჰარმონიული და მკვეთრი. კლუბის წევრთა შეკრება 20 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. თუ ცვლილება დამტკიცდა, „ბარსელონას“ მაისურებზე ემბლემა 2019-2020 წლების სეზონიდან ამოიქარგება. დღემდე „ბარსელონას“ ათი ემბლემა ჰქონდა, მოქმედი ვარიანტი კი 2002 წლიდანაა ძალაში.